გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი — საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. მდებარეობს გურჯაანში.

გურჯაანის ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი

სახლ-მუზეუმი 1981 წლის 28 ივნისს ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში გაიხსნა.

ექსპონატები

რედაქტირება

მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX–XX საუკუნეების დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით. მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები. აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.

ლიტერატურა

რედაქტირება