გურჯაანის მესამე ეკლესია

გურჯაანის მესამე ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სოფლის დასავლეთით 2 კილომეტრზე სასაფლაოზე, ყველაწმინდის ორგუმბათიანი ეკლესიიდან 300 მეტრზე. ეკლესია ნაგები ყოფილა მსხვილი რიყის ქვით და კვადრატური აგურით. ნანგრევებიდან შემორჩენილია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის მცირე ნაწილი, რომლის სიმაღლე 1.2 მეტრია, და გრძივი კედლების კვალი.

ლიტერატურა

რედაქტირება