გურჯაანის კვირაცხოვლის ეკლესია
გურჯაანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სამხრეთ განაპირას. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედელი (სიგრძე - 9 მეტრი სიმაღლე - 13 მეტრი) რაზედაც მოგვიანებით აგურის გალავანი დაუშენებიათ. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის დუღაბით. 2003 წელს ეკლესიის ახლოს მოსახლეობამ პატარა (1.5 x 0.66 მეტრი სიმაღლე - 0.98 მეტრი) ნიში ააგო.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 107.