გურჯაანის ნათლისცემის ეკლესია
გურჯაანის ნათლისცემის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის სამხრეთით, 100 მეტრზე, შემაღლებულ ადგილზე.
2003 წელს მთლიანად დანგრეული ეკლესიის საძირკველზე ადგილობრივ მოსახლეობას კედლების ამოყვანა დაუწყია, მაგრამ აღარ გაუგრძელებია. შემორჩენილი კვალის მიხედვით ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ჰქონია ნახევარწრიული აფსიდი და ორი შესასვლელი: დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 65.