გურჯაანის სადგომი
გურჯაანის სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესიის ეზოში, შესასვლელიდან 20–25 მეტრის დაშორებით, კახთუბნისხევის პირას. განეკუთვნება მუსტიეს ხანას.
ძეგლი 1965 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. სადგომზე აღმოჩნდა კაჟის დაბალი, ფართო და მოგრძო არასწორი მოყვანილობის ანატკეცები.
მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბუგიანიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 65.