გურჯაანის მეორე ეკლესია

გურჯაანის მეორე ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 0.5 კილომეტრზე ყველა წმინდანის ეკლესისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს მინდორში, განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია და ეკლიანი მცენარეებითაა დაფარული. შემორჩენილია აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების ნაშთები. ნაგები ყოფილა რიყის ქვის ლოდებითა და კირის ხსნარით. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით დასრულებული იყო ნახევარწრიული მოხაზულიბის შვერილი აფსიდით.

ლიტერატურა

რედაქტირება