მთავარი მენიუს გახსნა

გუბაზეული

(გადამისამართდა გვერდიდან გუბაზოული)

გუბაზეული, გუბაზოული, მდინარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სუფსის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გომისციხის მთასთან, ზღვის დონიდან 2210 მ. სიმაღლეზე. სიგრძე 47 კმ, აუზის ფართობი 371 კმ2. მთავარი შენაკადებია ხანისწყალი და კალაშა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 13,7 მ3/წმ.

გუბაზეული
Gubazeuli.JPG
მდინარე გუბაზეული სოფელ ნაბეღლავში
ქვეყანა საქართველო
სათავე გომისციხე
შესართავი სუფსა
სიგრძე 47 კმ
აუზის ფართობი 371 კმ²

ისტორიარედაქტირება

 
გუბაზეული ზოტთან

გადმოცემის თანახმად გუბაზეულისა და სუფსის შესართავში იდგა ეგრისის მეფის, გუბაზ II-ის სასახლე. მდინარის სახელწოდება სწორედ გუბაზიდან მომდინარეობს.[1]

დემოგრაფიარედაქტირება

მინერალური წყლებირედაქტირება

 
გუბაზეული ნაბეღლავში

გუბაზეულის ხეობა მდიდარია მინერალური წყლებით. აღსანიშნავია სანისლიას თერმული მინერალური წყალი სოფელ ზოტში, ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი ნაბეღლავი სოფელ ნაბეღლავში. ხეობაში არის პირიტის საბადო სოფელ ზოტში და წაბლის ტყის კორომი სოფელ თავპანტაში.

ენერგეტიკარედაქტირება

 
გუბაზეული ხიდისთავში

2014 წელს ექსპლუატაციაში შევიდა „ნაბეღლავი ჰესი“ , რომლის დადგმული სიმძლავრე 1.9 მგვტ-ია.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. იური სიხარულიძე, „გუბაზ მეფის სასახლე მდინარე გუბაზეულის პირას“ // გაზეთი „ლიონი“ N40 გვ. 7, 2015