გომისციხე

მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთისა და გურიის მხარეებში

გომისციხეგუმბათისებრი მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენისა და გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.

გომისციხე
კოორდინატები: 41°48′17″ ჩ. გ. 42°31′30″ ა. გ. / 41.804861° ჩ. გ. 42.525194° ა. გ. / 41.804861; 42.525194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ადიგენის მუნიციპალიტეტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2380 
ქედი მესხეთის ქედი
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია
გომისციხე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გომისციხე
გომისციხე — გურიის მხარე
გომისციხე

მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე სუფსის მარცხენა შენაკადის — გუბაზეულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2380 მ. აგებულია დისლოცირებული, შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი და მასიური ტუფ-ბრექჩიებით. გომისციხის კალთების ქვემო ნაწილში წიფლნარ — მუქწიწვოვანი ტყეა, ზემოთ — სუბალპური მდელოები.

ლიტერატურა

რედაქტირება