გვერძინეთი
გვერძინეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში (ზღუდერის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ძამის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ქარელიდან 21 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
გვერძინეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზღუდერი |
კოორდინატები | 41°56′04″ ჩ. გ. 43°43′00″ ა. გ. / 41.93444° ჩ. გ. 43.71667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
მოსახლეობა | 92[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 92,4 % ოსები 4,3 % სომხები 3,3 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაგვერძინეთი (საისტორიო წყაროებში გვეძინეთი) პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. სოფელი ციციშვილთა საკუთრება იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში აქ 30-მდე კომლი ცხოვრობდა და ეკონომიკურად საკმაოდ ღონიერ სოფლად ითვლებოდა. 1695 წელს ნოდარ ციციშვილმა ქართლის მეფეს გიორგის უღალატა და ერეკლე I-ს (ნაზარ-ალი-ხანს) მიემხრო. გიორგიმ მოღალატე მოახრჩობინა და საციციანო ნოდარის ძეს ფარსადან ციციშვილს მიაკუთვნა. გიორგისა და ერეკლეს შორის ბრძოლა გაგრძელდა. ამ ბრძოლაში ერეკლეს ქაიხოსრო ციციშვილი მიემხრო, რომელმაც სოფელ გვერძინეთთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხა გიორგის მომხრე ფარსადანი და საციციანო დაისაკუთრა.
XVI-XVIII საუკუნეებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სოფელი გვერძინეთი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ციციშვილთა) სადროშოში შედიოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 92 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 117 | 63 | 54 |
2014[1] | 92 | 49 | 43 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 141.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 363.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II