გვერძინეთის პირველი კოშკი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
გვერძინეთის პირველი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთის განაპირას, დასავლეთით, მდინარე ძამის აღმოსავლეთ ნაპირზე, ფერდობზე. თარიღდება XVI საუკუნით. იცავდა გზას. კოშკი პირამიდულია, ნაგებია ნატეხი ქვით, წყობა წესიარია, ზედაპირი მოსწორებილია. შემორჩენილია ხუთი სართული. კოშკის მეხუთე სართულის ზედა ნაწილი მონგრეულია. კოშკში შესასვლელი გაჭრილია მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში, მიწიდან 5 მეტრის სიმაღლეზე. პირველი კედელი ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსია. მეორე სართულის სამხრეთ კედელში ორი სათოფურია, დასავლეშთი ერთი. მესამე სართულზე ერთი სათოფურია, მეოთხეზე ყოველ კედლეში თითო. მეხუთე სართულზე სამ კედლეში თითო სათოფურია, მეოთხეში კი მოზრდილი სარკმელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 363.