გვერძინეთის საცხოვრებელი სახლი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
გვერძინეთის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთში, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, სოფლის წყაროსთან. ეკუთვნოდა გიორგი ქოქოშვილს. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. ერთსართულიანი ხის საცხოვრებელი სახლი (10 X 6 მ) აღმართულია ქვის საძირკველზე. ქუჩის მხარეს აივანია, რომელზედაც ვხვდებით ექვსსაფეხურიანი ქვის კიბით. აივნის მოაჯირი და ხის სვეტებს შორის თაღები ფივროს ჭვირულო ორნამენტით აროს შემკული. ერთი გრძელი ოთახიდან აივანზე გამოდის ერთი კარი და ერთი სარკმელი. ოთახის უკანა კედელში ეზოში გასასვლელი კარია. ერთი სარკმელი გვერდით კედელშიც არის გაჭრილი. ხის ნივნივებიანი, ორფერდა სახურავი თავდაპირველად ყავრით იყო გადახურული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 363.