ნოდარ ციციშვილი
ქართველი მწერალი
ნოდარ ციციშვილი (დ. უცნობია — გ. 1658) — XVII საუკუნის პირველი ნახევრის მწერალი, „ბარამგურიანის“ ავტორი. ქართლის დიდი ფეოდალის ფარსადან ციციშვილის ძე.
ნოდარ ციციშვილი | |
---|---|
საქმიანობა | მწერალი |
პერიოდი | XVII საუკუნე |
მამამისი დიდ როლს თამაშობდა XVII საუკუნის ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში. ნოდარ ციციშვილი ერთხანს ირანში მოხვედრილა, სადაც გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. 1640 წელს მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რომლის დამარცხების შემდეგ პატიება მიიღო როსტომის მეუღლის, დიდი მეცენატის მარიამ დედოფლის შემწეობით. სწორედ მას მიუძღვნა ვრცელი პოემა „ბარამგურიანი“, რომელიც აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბაჰრამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 237.
- „შვიდი მთიები“, რედ. კეკელიძე კ.,; ტფილისი, 1930
- კაკაბაძე ს., ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. II, თბ. 1925