გაზარია
გაზარია — შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე გენუის კოლონიების და სავაჭრო ფაქტორიების საერთო სახელწოდება. XIII საუკუნის შუა ხანებში და გვიანი XV საუკუნეებში კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი ყირიმის სნახევარკუნძულზე ქალაქ კაფაში მდებარეობდა. ტერმინი მომდინარეობს ხაზარების სახელწოდებისგან, რომლებიც თავიდანვე ყირიმის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ, აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში ხაზართა სახაკანო უკვე აღარ არსებობდა.
გაზარია გენუის რესპუბლიკის კოლონია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ყირიმის ნახევარკუნძული XV საუკუნის შუა ხანებში. წითლად გამოსახულია გაზარია
| ||||
დედაქალაქი | კაფა | |||
კოლონია ოქროს ურდოს ხანის მუნქეს მიერ გენუისთვის კაფას გადაცემის შემდგომ დაარსდა. კაფა კომერციულ და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც მალევე გენუის შავი ზღვის კოლონიების რეგიონული ცენტრი გახდა. 1357 წელს გენუელებმა დაიკავეს ჩემბალო (ბალაკლავა), 1365 წელს კი ვენეციელებისგან დაიკავეს სოლდაია (სუდაკი).
გენუის შავი ზღვის კოლონიები და სავაჭრო ფაქტორიები
რედაქტირებაყირიმი
რედაქტირებადასავლეთ შავი ზღვა
რედაქტირებაყირიმის გარდა, გენუის მფლობელობაში შედიოდა რამდენიმე ციხე სიმაგრე შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, როგორიც იყო მაუროკასტრო (ბელგოროდ-დნესტროვსკი) მდინარე დნესტრის შესართავთან, გინესტრას ციხესიმაგრე ოდესასთან, ლიკოსტომოს ციხე (კილია), კონსტანცას და კალადას კოლონია (დუნაის ზემო დინება).
ტამანის ნახევარკუნძული
რედაქტირება- ტანა (აზოვი)
- მატრეგა (ტმუტარაკანი)
- კოპა
- მაპა (ანაპა)
- ბატარიო (ნოვოროსიისკი)
- კასტო და ლაისო (სოჭი)