ალახაძი

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 24 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ალახაძი[2][3], ალაჰაძი (აფხ. Алаҳаӡы[4] [ალაჰაძჷ]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს, რკინიგზის ხაზთან. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 3 კმ, გაგრიდან 15 კმ.

სოფელი
ალახაძი
აფხ. Алаҳаӡы
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ალახაძი
კოორდინატები 43°13′06″ ჩ. გ. 40°18′09″ ა. გ. / 43.21833° ჩ. გ. 40.30250° ა. გ. / 43.21833; 40.30250
ოფიციალური ენა ქართული, აფხაზური
მოსახლეობა 4277[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 (443)
ალახაძი — საქართველო
ალახაძი
ალახაძი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ალახაძი
ალახაძი — გაგრის მუნიციპალიტეტი
ალახაძი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სახელწოდება (ალაჰაძჷ) აფხაზურია (აფხ. Алаҳа (ალაჰა) — ლეღვი, აფხ. Аӡы (აძჷ) — წყარო) და „ლეღვის წყაროს“ ნიშნავს. 1923 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა კოლხიდა-ალახაძის, 1925 წელს კი — ალახაძე-კოლხიდის თემის სახელწოდებით (2 სოფლით). 1930 წელს ალახაძის სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფლები: ალახაძი, შავროვი, III ინტერნაციონალი. 1949 წელს ალახაძის სასოფლო საბჭოში მხოლოდ ალახაძი შედიოდა.

სოფელში შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ორი ეკლესიის (IV-VI სს.) და განვითარებული ფეოდალური ხანის სასახლის ნანგრევები.

დემოგრაფია

რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 4 277 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 4 277 -- --

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 91.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.