ანაპა
ანაპა (რუს. Анапа) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანაპა რუს. Анапа | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 44°52′00″ ჩ. გ. 37°22′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 37.36667° ა. გ. | ||||
მმართველი | Q56310610? | ||||
დაარსდა | 1781 | ||||
ფართობი | 40 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||||
მოსახლეობა |
6 900 (1897)[1] , 13 379 (1926)[2] , 17 306 (1939)[3] , 19 602 (1959)[4] , 23 000 (1967)[1] , 29 900 (1970)[5] , 40 119 (1979)[6] , 54 976 (1989)[7] , 56 700 (1992)[1] , 57 900 (1996)[1] , 55 400 (2000), 54 800 (2001)[1] , 53 493 (2002)[8] , 53 500 (2003)[1] , 53 500 (2004), 53 600 (2005)[1] , 54 200 (2006)[1] , 54 800 (2007)[1] , 55 700 (2008), 56 487 (2009)[9] , 58 990 (2010)[10] , 59 000 (2011)[1] , 61 555 (2012)[11] , 63 693 (2013)[12] , 66 776 (2014)[13] , 70 453 (2015)[14] , 73 410 (2016)[15] , 75 375 (2017)[16] , 75 865 (2018)[17] , 81 447 (2019)[18] , 88 879 (2020)[19] , 81 863 (2021)[20] , 82 695 (2023)[21] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 86133 | ||||
საფოსტო ინდექსი | 353440—353458 | ||||
საავტომობილო კოდი | 23, 91 | ||||
ოფიციალური საიტი | anapa-official.ru | ||||
ისტორია
რედაქტირებაანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. სინდების ნაოსახლარზე ძვ. წ.VI-V საუკუნეებში ბერძენმა კოლონისტებმა დააარსეს ანტიკური ქალაქი. მას ბოსფორის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდა ქალაქის მმართველი სპარტოკიდების დინასტიის წარმომადგენლის გორგიპის პატივსაცემად. გორგიპია ბოსფორის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. მისი აყვავების ხანა მოდის II-III საუკუნეებზე. ა დროს აქ არსებობდა გემის მეპატრონეთა დიდი რელიგიური კავშირი. IV საუკუნეში მონათმფლობელური საზოგადოების კრიზისის გამო გორგიპია დაკნინდა.
1475 წელს დაიპყრეს ოსმალებმა, მათ აქ 1784 წელს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ააგეს. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რუსები ხშირად იღებდნენ ანაპის ციხეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალებს უბრუნებდნენ. საბოლოოდ ანაპა 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.
კურორტი
რედაქტირებადამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი ზამთარი და მზიანი ზაფხული. მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი.
არის აეროპორტი და რკინიგზის სადგური, საზღვაო პორტი, ავტოვაგზალი, განვითარებული გზატკეცილების ქსელი. ანაპის მახლობლადაა 414-ე ქართული დივიზის დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 223.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ანაპა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 http://www.MojGorod.ru/krasnod_kraj/anapa/index.html
- ↑ http://lingvarium.org/docs/Sev-Caucas1926.zip — Ростов-на-Дону.
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2015/vov_svod.pdf
- ↑ http://demoscope.ru/weekly/ssp/rus59_reg2.php — Демоскоп Weekly.
- ↑ http://demoscope.ru/weekly/ssp/rus70_reg2.php — Демоскоп Weekly.
- ↑ http://demoscope.ru/weekly/ssp/rus79_reg2.php — Демоскоп Weekly.
- ↑ http://demoscope.ru/weekly/ssp/rus89_reg2.php
- ↑ http://www.perepis2002.ru/ct/doc/1_TOM_01_04.xls
- ↑ http://www.gks.ru/bgd/regl/B09_109/IssWWW.exe/Stg/d01/tabl-21-09.xls
- ↑ https://krsdstat.gks.ru/storage/mediabank/pub-01-04(2).pdf
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2012/bul_dr/mun_obr2012.rar
- ↑ Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2013 года. Таблица 33. Численность населения городских округов, муниципальных районов, городских и сельских поселений, городских населённых пунктов, сельских населённых пунктов — Росстат, 2013. — 528 с.
- ↑ http://krsdstat.gks.ru/wps/wcm/connect/rosstat_ts/krsdstat/ru/news/rss/4e0d2c0043a4c2d0955995d06954faf7
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2015/bul_dr/mun_obr2015.rar
- ↑ http://www.gks.ru/free_doc/doc_2016/bul_dr/mun_obr2016.rar — 2018.
- ↑ Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2017 года — Москва: Росстат, 2017.
- ↑ http://krsdstat.gks.ru/wps/wcm/connect/rosstat_ts/krsdstat/resources/b98c9c8044d9a869b7d6bfde4cdebdf4/Оценка%20численности_01.01.2018.htm
- ↑ http://krsdstat.gks.ru/wps/wcm/connect/rosstat_ts/krsdstat/resources/81e08500497abd16af88ff3fbd401489/Оценка%20численности_01.01.2019_окончат1.htm
- ↑ http://krsdstat.gks.ru/storage/mediabank/Оценка%20численности_01.01.2020.htm
- ↑ https://rosstat.gov.ru/storage/mediabank/tab-5_VPN-2020.xlsx
- ↑ https://rosstat.gov.ru/compendium/document/13282 — Росстат, 2023.