ბუშეტი — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. თელავიდან დაშორებულია 10 კილომეტრით, თბილისიდან — 60 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1090 ადამიანი. მეზობელი სოფლებია ქვემო ხოდაშენი და ვანთა.

სოფელი
ბუშეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი ბუშეტი
კოორდინატები 41°52′53″ ჩ. გ. 45°36′13″ ა. გ. / 41.88139° ჩ. გ. 45.60361° ა. გ. / 41.88139; 45.60361
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1090[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ბუშეტი — საქართველო
ბუშეტი
ბუშეტი — კახეთის მხარე
ბუშეტი
ბუშეტი — თელავის მუნიციპალიტეტი
ბუშეტი

ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი იხსენიება XIII საუკუნიდან. იმ დროს არსებულ ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოსთვის გარკვეული ოდენობის გამოსაღები აქვს შეწერილი ბუშეტსაც. საქართველოს ერთიანობის ხანაში (XI-XV სს.) ბუშეტის ყმა-მამულზე დიდი წილი ედო სვეტიცხოვლის მონასტერს. ასევე რჩებოდა XVI საუკუნეშიც — კახეთის სამეფოს არსებობის პირველ პერიოდშიც სვეტიცხოვლის არის „ბუშატი, მთითა და ბარითა და მონასტრითა“, — ნათქვამია კახთა მეფის ალექსანდრე II-ის ერთ-ერთ საბუთში, რომელშიც იგი სვეტიცხოველს უახლებს მამულებს კახეთში. კახეთის სამეფოს არსებობის პერიოდში, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში, სვეტიცხოვლის კუთვნილ ყმა-მამულზე ბუშეტში ერთმანეთს ედავებიან ვაჩნაძეები და იქ მოურავებად დანიშნული ჯანდიერისშვილები. ისინი აშკარად ითვისებენ საკათალიკოსო მამულებს. 1654 წლისთვის ვითარება ისე გამწვავებულა, რომ დავაში ჩარეულა კათალიკოსი ქრისტეფორე II. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით XVIII საუკუნეში, სოფელზე მაინც დაიდოს წილი კახეთის საერო ფეოდალებმა და დავით გარეჯის მონასტერმა, რომელიც მეტოქეობს სვეტიცხოველს. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, ბუშეტი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა. სოფელში მისდევენ მევენახეობას, მებაღეობას.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1233[2]
2014 1090[1]  

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.