ვანთა
ვანთა — სოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), თელავის მუნიციპალიტეტში (ვანთის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვანთა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვანთა |
კოორდინატები | 41°52′10″ ჩ. გ. 45°36′51″ ა. გ. / 41.86944° ჩ. გ. 45.61417° ა. გ. |
ადრეული სახელები | ვანათა |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 937[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ვანთა მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, თელავიდან 13 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 937 ადამიანი.
ისტორია
რედაქტირებავანთა პირველად იხსენიება 1392 წელს ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში კალაურისა და აკურის გვერდით. შემდეგ მოხსენიებულია 1712 წელს ონოფრე მაჭუტაძის მიერ დავითგარეჯისადმი შეწირულობის გუჯარში სოფელ აკურასთან ერთად. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ვანთა ვანათის სახელწოდებით აქვს მოხსენიებული.
1802 წელს ქართლ-კახეთის მაზრებად დაყოფის უწყების მიხედვით ვანთა საეკლესიო მფლობელობის ქართველებით დასახლებული სოფელი იყო. 1804 წლის თელავის მაზრის კამერალური აღწერიდან ჩანს, რომ ვანთა შერეული მფლობელობის საეკლესიო და საბატონო სოფელი იყო. აქ ყმები ჰყავდათ როგორც ეკლესიას (მცხეთის საპატრიარქო, დავითგარეჯის მონასტერი), ასევე თავად ჯანდიერებსაც.
1841-1917 წლებში ვანთა თელავის მაზრის წინანდლის საპოლიციო უბანს ეკუთვნოდა. 1888 წელს წინანდლის უბანი 21 სასოფლო თემად დაყვეს. ვანთამ ბუშატთან ერთად ვანთა-ბუშატის სასოფლო თემი შექმნა. 1930 წელს, მაზრების გაუქმების შემდეგ, ვანთა თელავის რაიონში შევიდა.
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებავანთის მახლობლად, მდინარე ვანთასხევის ფლატის პირას, გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. ადგილობრივი მოსახლეობა მას ნაციხარს უწოდებს. კომპლექსიდან შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები.
ვანთის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. სასახლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან 15-20 ნაბიჯზე დგას სასახლისავე თანადროული, რიყის ქვით ნაგები პატარა ერთნავიანი ეკლესია, რომლის საკურთხევლის აფსიდი ნალისებრი ფორმისაა. აქვეა წყარო ამოშენებული წყალსატევით, მოშორებით კი აბანოს ნანგრევები.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | ||
---|---|---|---|
1908[2] | 700 | ||
2002 | 1165[3] | ||
2014 | 937[1] |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ვანთა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 291.
- ზაქარაია პ., ცინცაძე ზ., ვანთა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვანთა — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2010-10-18.