ვანთის სამების ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთის სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე. თარიღდება ადრინდელი შუა

ვანთის სამების ეკლესია, ჩიტიკას საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთის სამხრეთით, 1,5 კილომეტრზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (4x2,8 მ). ნაგებია მოზრდილი ზომის, ნატეხი ქვითა და რიყის ქვით, რომელთა წყობა ქაოსურია.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთითაა. კარი ნალისებრი თაღითაა გადახურული. აღმოსავლეთით ნალისებრი, ღრმა აფსიდია, რომლის ცენტრში მცირე, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. ქვემოთ კი, კედელზე, კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული, ნახევარცილინდრული ჯამარით. ინტერიერი შელესილია და შეთეთრებულია.

2012 წელს სოფლის მკვიდრმა, მ. ქევხიშვილმა, ეკლესია დაუდევრად გაარემონტა: აღადგინეს კამარის დასავლეთ ნახევარი, ჩამოშლილი საპირე წყობა და შენობა ღარისებრი კამარით გადახურეს.

ლიტერატურა

რედაქტირება