ვანთის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთაში. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეორე და პირველი
ვანთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვანთაში. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მეორე და პირველი ათასწლეულის მიჯნით. დაზიანდა ინდივიდუალური სახლების მშენებლობის დროს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით მოპოვებულია ბრინჯაოს მახვილები, შუბის პირები და სხვადასხვა სახის სამკაულები.
არქეოლოგიური მასალა დაცულია თელავის ისტორიულ მუზეუმში. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი: კ. ფიცხელაური).
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 181.