ჯანდიერები
ჯანდიერები (მხ.რ ჯანდიერი) ჯანდიერი(ს)შვილები — კახეთის თავადთა საგვარეულო. იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ წერს, რომ თავდაპირველად, ისინი ცხოვრობდნენ სოფელ გლდანში, როდესაც თურქებმა თბილისი აიღეს და იქვე დამკვიდრდნენ. იმ დროს ვინმე „ლეონის“ შვილმა ჯანდიერმა, რომელიც მაშინ იწოდებოდა აზნაურად, თეიმურაზ I სთხოვა ჯარი და დაუფიცა, რომ ის ტფილისს აიღებდა. კახეთის მეფემ მისცა ჯარი. „ლეონის შვილმა“ ჯარი ღამით, ფარულად მიიყვანა თბილისთან, ხოლო ქვეითი რაზმი ბაღში დამალა; თვით ჯანდიერმა და მისმა სახლიკარებმა ვირს აჰკიდეს ფიჩხი და შიგნით დამალეს თოფ-იარაღი. მივიდნენ კოჯრის კარში და ქალაქის მცველებმა გაუღეს კარი, ვინაიდან ეგონათ, რომ ფიჩხის გაყიდვა სურდათ, მაგრამ „ლეონის შვილმა“ და მისმა სახლისკარებმა მალევე ამოიღეს ხმალი და მოკლეს კარისკაცები. თვითონ გაამაგრეს და დამალულ ჯარს მისცეს ნიშანი, რომლებიც შეესიენ ტფილისს და გაანადგურების შიგნით მყოფი მცველები. ამის გამო, თეიმურაზ I ჯანდიერებს მიანიჭა თავადობა 1628 წელს და სახასოს შორის კახეთში, იმათ, დაუმტკიცა მიწა, გადასცა ყმები. აქედან მოყოლებული აქ ცხოვრობდნენ:
- ზაალის შვილები
- ფრიდონის შვილები
- ნიკოლაოზის შვილები
- ომანის შვილები (ასევე მისი ძმები)
- თარხანის შვილები (ესენი არიან ლურასაბისა და ბიძინას შვილები)
ახმეტაში ვინც ცხოვრობდა, ჩოკაშვილებად იწოდებიან (ისინი „ამავე ჯანდიერთა გვარისა და აზნაურები არიან“).
როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1801 წელს, იმპერიის ბრძანებით, 1829 წელს, მათ მიანიჭეს აზნაურის სტატუსი და გვარი გადაარქვეს ჯანდიეროვებად (რუს. Джандиеров), ზოგს დაუტოვეს (ქართ. ჯანდიერი, რუს. Джандиери).[1]
ჯანდიერთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, იოსები, მსახურობდა როგორც საქართველოს კათალიკოსი 1755-1764 წლამდე და წმინდანად შერაცხა საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.
ლიტერატურა
რედაქტირება- იოანე ბატონიშვილი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, „თბილისი“. — გვ. 43. 178 გვ.
- Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 272. Georgetown University Press.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Джандиеровы. რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი.