გიორგი ჯანდიერი (დ. 1808, თბილისი, — გ. გარდაცვალების წელი უცნობია) — რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1854 წ). 1828 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური ქართველ ქვეითთა პოლკში. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს პრაპორშჩიკის ჩინით მონაწილეობდა ახალციხის იერიშში. ყირიმის ომის (1853-56 წწ) დაწყებისთანავე დაევალა ქართველ ცხენოსანთა მოხალისე რაზმეულის შედგენა. რაზმეული ყველა დათვალიერებასა და ბრძოლაში გენერალ ივანე ამილახვარის მიერ საგანგებოდ ამ რაზმეულისთვის გაკეთებული დროშით გამოდიოდა, ამიტომ რაზმეულის მამაც მეთაურს „დროშა-ჯანდიერი“ უწოდეს. ჯანდიერმა და მისმა რაზმეულმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ჩოლოქის 1854 წლის 4 (16) ივლისის ბრძოლაში.

ლიტერატურა

რედაქტირება