თელავის მაზრარუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

თელავის მაზრის 1843 წლის გერბი

1846 წლიდან თბილისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. შეიქმნა 1801 წელს, მოიცავდა ალაზნის ხეობის ზემო ნაწილს. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით მაზრის მოსახლეობა 47000 ადამიანი იყო. მონპერესვე ცნობით თელავის მაზრაში განვითარებული იყო მეღვინეობა, ვენახებს ეჭირა 7 ათასი დესეტინა მიწა და ისხმებოდა 31360000 პინტა ღვინო. მეღვინეობის საუკეთესო ადგილები იყო კონდოლი, ყვარელი და წინანდალი. 1841 წელს დაიყო თელავის, ყვარლის, სიღნაღის, უკანამხრის, თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებად. 1842 წელს თელავის მაზრას ჩამოაშორეს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნები და მათგან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეული შექმნეს. 1844 წელს აღადგინეს სიღნაღის მაზრა, თელავის მაზრა კი თელავისა და ყვარლის უბნებად დაყვეს. 1874 წელს თელავის მაზრას თიანეთის მხარეც ჩამოსცილდა. 1891 წელს თელავის მაზრა იყოფოდა ქალაქ თელავად (11214 მცხ.), ყვარლისა (20543 მცხ.) და წინანდლის უბნებად (33362 მცხ.). სულ მაზრაში შედიოდა ერთი ქალაქი და 61 სოფელი. მისი ტერიტორია შეადგენდა 2523,43 კმ2-ს.[1]თელავის მაზრა გაუქმდა 1930 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება