ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდინარე ალაზნის ნაპირზე, ზღვის დონიდან 439-985 მ. შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შემადგენლობაში.[1] ნარკძალის ფართობია 834 ჰა.[2] დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის — რცხილაფოთლიანი ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. რცხილაფოთლიანი ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლეა 20-30 მ, დიამეტრი — 90 სმ-მდე. გარდა მრავალი სახეობის ფრინველის, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: შველი, კურდღელი, მელა, თეთრყელა კვერნა და სხვა.
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი)
| |
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ახმეტა |
ფართობი | 834 ჰა |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს მდ. შტორის მარჯვენა მხარეს, სოფლებს: ლალისყურს, ბაბანეურსა და არგოხს შორის. ნაკრძალს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩადუნიანის სერი, აღმოსავლეთიდან – ტახტისგორის სერი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან კი – მდ. მაღრაანის-ფშას ხეობები სოფლებამდე: მაღრაანამდე და არგოხამდე.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 117.