კვიდო
კვიდო (ლათ. Ligustrum) — ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ბუჩქების (იშვიათად ხეების) გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა.
კვიდო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი კვიდო (Ligustrum vulgare) | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Ligustrum | ||||||||||
|
ცნობილია 40-მდე სახეობა. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 1 — ჩვეულებრივი კვიდო (ლათ. Ligustrum vulgare). იგი ფოთოლმცვივანი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 2-5 მ აღწევს. სურნელოვანი და თაფლოვანი ყვავილები აქვს. ყვავილობს მაის-ივნისში.
ნაყოფი შავია, მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში და ხეზე მთელი ზამთარი რჩება. ფართოდაა გავრცელებული მთელს ტყიან საქართველოში. ველურად იზრდება ყირიმსა და კავკასიაში, სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მცირე აზიაში. დეკორატიულია. კრეჭას კარგად იტანს, ქმნის მჭიდრო და ლამაზ ცოცხალ ღობეს. იყენებენ მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ნაყოფიდან იღებენ შავ, მწვანე და სხვა ფერის საღებავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- იმედაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 496.