შინდანწლა (ლათ. Swida, Thelycrania) — მცენარეთა გვარი შინდისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან პატარა ხეებია.

შინდანწლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ლათინური სახელი
swida

40-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლეში, ძირითადად კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, აგრეთვე მექსიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ ანდებში.

საქართველოში გვხვდება 4 სახეობა; იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეების ქვეტყეში, ტყისა და გზის პირებზე, მდინარეთა ნაპირებზე, ბუჩქნარებში.

ლიტერატურა

რედაქტირება