შინდისებრნი (ლათ. Cornaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები ან ბუჩქებია.

შინდისებრნი
Cornus suecica
შინდის ერთ-ერთი სახეობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cornaceae

ოჯახი მოიცავს 16-მდე გვარის დაახლოებით 150 სახეობას. სახეობათა მეტი წილი გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის ზომიერ სარტყელში, გვხვდება აგრეთვე ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე ინდომალაის ოლქში, სამხრეთ აფრიკაში, მაგადასკარზე, ახალ ზელანდიასა და ფიჯის კუნძულებზე.

საქართველოში ამ ოჯახიდან გავრცელებულია 2 გვარის (შინდი და შინდანწლა) 4 სახეობა. შინდთა ზოგი სახეობა დეკორატიულიცაა (შინდი, შინდანწლას ყველა სახეობა), ზოგი მათგანი ასევე თაფლოვანი მცენარეა. მეტად მტკიცე და მაგარი მერქანი აქვთ. შავი ზღვის სანაპიროზე კულტივირებულია Cynoxylon-ის გვარის სახეობები და Aucuba japonica, რომლებიც კარგად იტანენ ზამთარს.

ლიტერატურა რედაქტირება