ავტოგოლი

(გადამისამართდა გვერდიდან ავტო გოლი)

ავტოგოლი ან გოლი საკუთარ კარშისპორტულ შეჯიბრებათა სხვადასხვა სახეობებში (მაგ. ფეხბურთი, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი და სხვ.) საკუთარ კარში ბურთის გატანა (როგორც წესი შემთხვევით),[1] რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს ეთვლება ანგარიშში.[2]

ფეხბურთი

რედაქტირება
ავტოგოლი ფეხბურთში

ფეხბურთში მოქმედი წესებით, რიგ შემთხვევებში ავტოგოლი არ ითვლება. მაგალითად, თუ ბურთი პირველივე შეხებით გავიდა კარში უშუალოდ საჯარიმო დარტმისას, თავისუფალი დარტყმისას, საწყისი დარტყმისას, კარიდან დარტყმისას, კუთხურის ან აუტის ჩაწოდებისას. ყველა ასეთ შემთხვევაში ინიშნება თავისუფალი დარტყმა.[3]

ავტოგოლის ჩათვლა-არჩათვლასთან დაკავშირებულ — ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა თუ ექნება (მაგალითად, პრაქტიკაში თითქმის წარმოუდგენელია საკუთარ კარში პირველივე შეხებით ბურთის გატანა საწყისი დარტყმისას ან კუთხურის ჩაწოდებისას).[4]

ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულია, ასევე, გარკვეული რეგულირებები. მაგალითად, მცველის ბურთთან შეხების შემთხვევისას: როდესაც თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით გზავნის ბურთს, შემდეგ კი ბურთი მოწინააღმდეგის მცველს ეხება და ისე გადის კარში, მაშინ იგი ავტოგოლად არ ჩაითვლება. როდესაც თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით არ გზავნის ბურთს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის მცველს ეხება და ისე გადის კარში, ასეთ შემთხვევაში იგი ავტოგოლად ფიქსირდება. რაც შეეხება იმას, გზავნიდა თუ არა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბურთს თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით — ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ შეხვედრის მსაჯს გააჩნია.[5]

საფეხბურთო შეჯიბრებების დროს მოთამაშეების მიერ გატანილი ბურთების სტატისტიკის შედგენისას — ავტოგოლი მათ ავტორებს ანგარიშში არ ეთვლებათ და შესაბამისად მათი გათვალისწინება გატანილი ბურთების მაჩვენებლებში ამჟამად არსებული ფეხბურთის წესების მიხედვით არ ხდება.[6]

საკლუბო ავტოგოლები

რედაქტირება

ბორის ფროლოვი (1915–1978) — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში საკავშირო პირველობის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში პირველი ბურთი საკუთარ კარში გაიტანა „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა ბორის ფროლოვმა 1940 წლის 21 ივლისს ლენინგრადში ადგილობრივ „ზენიტთან“ თამაშის დროს. მატჩი მოიგეს თბილისელებმა ანგარიშით 4–3.[7]

გოგი ანთაძე (1920–1987) — საკუთარი კარი მან 1954 წლის 22 აგვისტოს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის 76-ე წუთზე აიღო. თბილისელთა კარს ამ შეხვედრაში შოთა კიტია იცავდა.[8][9] ეს იყო საკავშირო პირველობის ფარგლებში ჩატარებული ბოლო შეხვედრა გოგი ანთაძის საფეხბურთო კარიერაში.[10]

ცნობილი ავტოგოლები

რედაქტირება

მსოფლიო საფეხბურთო ლიტერატურასა თუ ვიდეოთეკაში დაფიქსირებული და აღრიცხული ავტოგოლების რაოდენობამ დიდი ხანია რაც სამნიშნა ციფრს გადააბიჯა. ისტორიაში ავტოგოლების გარეშე თითქმის არ ჩატარებულა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი არცერთი პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირი. ავტოგოლი როგორც წესი კურიოზთან ასოცირდება და მხოლოდ სიხალისეს მატებს სპორტის ამ სახეობას. როგორც ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი ამბობდა: „ფეხბურთი უპირველესად მაყურებლით და მაყურებლისთვის არსებობს და შემდეგ უკვე ყველა სხვა დანარჩენისთვის“. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ხორხე ვალდანომ ერთხელ განაცხადა: „მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთში დრამატული და კომიკური ასე ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს მხოლოდ ამ შესანიშნავი თამაშის განუმეორებელ სანახაობრივ მიმზიდველობაშია“.[11]

ქვემოთ მოყვანილია ავტოგოლებთან დაკავშირებული სტატისტიკა და მოკლე ინფორმაცია.

 
მარსელოXX მუნდიალის პირველი „გოლის“ ავტორი, უკანა პლანზე ხორვატი ივან პერიშიჩი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Own goal (a goal scored by a player accidentally playing the ball into his own team's net. Abbreviation: o.g).
  2. ავტოგოლი (საკუთარ კარში გატანილი გოლი ფეხბურთში).
  3. FIFA Circular 1302 p.3 (Zurich, 31 May 2012).
  4. The rules of soccer are changing! You can't score an own goal from a corner anymore.
  5. web.archive.org Revision of The Laws of the Game: Summary of the Law changes for 2016/17 effective from 1 June 2016.
  6. When Own Goals Don't Really Count.
  7. ზუსტად 60 წლის წინ // „ლელო“, 7 სექტემბერი, 1996, № 54 (11014), გვ. 1, 4.
  8. „ა“ კლასის ოსტატთა შეხვედრები. „ლოკომოტივი“ (მოსკოვი) — „დინამო“ (თბილისი) // „ლელო“, 25 აგვისტო, 1954, № 68 (770), გვ. 4.
  9. «Локомотив» Москва 6–1 «Динамо» Тбилиси.
  10. «Локомотив» Москва 6–1 «Динамо» Тбилиси. Footballfacts.ru.
  11. Valdano, Jorge — Jorge Valdano Quotes.
  12. Brazil 3–1 Croatia (12 June 2014).
  13. Brazil 3–1 Croatia (12 June 2014).
  14. Granada 1–0 Real Madrid (3 February, 2013).
  15. Ronaldo finds the net again.... Daily Mail Sport
  16. «Гранада» обыграла «Реал», не нанеся ни одного удара в створ.
  17. Ruud Krol (born 24 March 1949).
  18. Bulgaria 1–4 Netherlands (23 June 1974).
  19. Classic moments: Chris Nicholl scors all 4 goals in Aston Villa’s 2–2 draw with Leicester City, 1976.
  20. Leicester City 2–2 Aston Villa (20 March 1976).
  21. Andrés Escobar (born 13 March 1967).
  22. USA 2–1 Colombia (22 June 1994) .
  23. A bad day at the office.
  24. Stan Van Den Buys is a former Belgian professional football player, who is most notable (or notorious) for scoring three own goals in one match whilst playing for Germinal Ekeren against Anderlecht in the 1995–96 season of the Belgian Jupiler League (Anderlecht won 3–2).
  25. Stan Van Den Buys (Germinal Ekeren). fotballen.eu
  26. საკუთარ კარში გოლების გატანის რეკორდი დაამყარა ბელგიელმა სტენ ვან დენ ბიუისმა. 1995–96 სეზონზე „ანდერლეხტისა“ და „ჟერმინალ ეკერენის“ შეხვედრის დროს მან 3 ავტოგოლი გაიტანა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3–2 „ანდერლეხტის“ სასარგებლოდ, ამასთან წაგებულმა გუნდმა გაიტანა ხუთივე გოლი, მოგებულმა კი — არცერთი. სტან ვან დენ ბიუისის ავტოგოლები („ჟერმინალ ეკერენი").
  27. Stan van den Buys is de recordhouder van meeste owngoals in één match. In het seizoen '95–'96 verloor Germinal Ekeren met 3–2 van Anderlecht en alle paars-witte goals waren gescoord door Van den Buys.
  28. AS Adema 149–0 Stade Olympique l'Emyrne. ESPN
  29. Team punished for 149–0 own-goal farce. The Guardian
  30. 149–0 scoreline sets new record. BBC Sport
  31. AS Adema vs Stade Olympique de l'Emyrne: 31st October 2002.
  32. Madagascan champions win 149–0. The Guardian
  33. Guinness World Records 2013 — Most own goals in a domestic league football match[მკვდარი ბმული].
  34. Liam Bridcutt (born 8 May 1989).
  35. Lewis Carl Dunk (born 21 November 1991). Soccerbase
  36. Three own goals helped Liverpool ease past Brighton to secure an FA Cup quarter-final tie against Stoke.
  37. Liverpool 6–1 Brighton — FA Cup 5th Round (19.02.12).
  38. Portsmouth 3–1 Crystal Palace (11 September 2004).
  39. Top 10 own goals of all time (Tony Popovic).
  40. Most Beautiful Own Goal Ever!! (Tony Popovic).
  41. „სამი ავტოგოლი გაიტანა - ახალ ზელანდიელ ფეხბურთელს ძალიან არ გაუმართლა“.
  42. „NZ’s Meikayla Moore scores hat-trick of own goals as USWNT cruise to victory“.
  43. „Football Ferns defender Meikayla Moore scores hat-trick of own goals against USA“.
  44. „Liverpool’s Meikayla Moore scores unwanted hat-trick playing for New Zealand“.