ყვითელი საჩეჩელა

(გადამისამართდა გვერდიდან Ramaria flava)

ყვითელი საჩეჩელა (ლათ. Ramaria flava) — სოკოს სახეობა ძარღვასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

ყვითელი საჩეჩელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ძარღვასოკოსნაირნი
ოჯახი:  ძარღვასოკოსებრნი
გვარი:  რამარია
სახეობა:  ყვითელი საჩეჩელა
ლათინური სახელი
Ramaria flava (Schaeff.) Quél. (1888)

საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი და ნორჩი ეგზემპლარები. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე, ერთეულებად ან ჯგუფებად.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1763 წელს როგორც Clararia flava.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა იტალიელმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1888 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

ნაყოფსხეული 10-20 სმ სიმაღლის და 10-15 სმ დიამეტრის, ბუჩქივით დატოტვლილი; ტოტები მოკლე, თანაბარი და მჭიდროდ განლაგებული,[3] ირმის რქისებრი, ბოლოები ორადაა გაყოფილი, ბლაგვი წვერით.[4] ტოტები ღია-მოყვითალო ნაცერისფერ-ყვითლამდე, ასაკში კრემისფერ-ჟანგმიწისფერი. თითის დაჭერისას მოწითალო ფერს იღებს.

ფეხი – მოკლე და სქელი, სიგრძე — 4-6,5 სმ, სისქე — 3,5-5 სმ, ხორცოვანი, მასიური, ქვედა მხარე მოთეთრო ფერის, ზედა მხარე — მოყვითალო, ძირისკენ შევიწროებული.

რბილობი — მოთეთრო, მყიფე, მოგვიანებით უხეშდება, ნორჩობაში ახასიათებს მოტკბო სუნი და სასიამოვნო გემო, მოგვიანებით მწარდება. გადატეხისას ფერს არ იცვლის.

სპორების ფხვნილი — ჟანგმიწისფერ-ყვითელი. სპორები — ცილინდრული, ხორკლიანი, 8-15 x 3-6 მკმ.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

იზრდება ნიადაგზე, ერთეულებად ან ჯგუფებად, ტენიან, დაჩრდილულ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ნაძვთან და წიფელთან.[5]

გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია კანადა, აშშ-სა და მექსიკაში,[6] სამხრეთ ამერიკაშიკოლუმბია, ჩილე და ბრაზილია, ევროპაში, თითქმის ყველგან[6], მათ შორის საქართველოში.[7] აფრიკაში დაფიქსირებულია ტოგოში. აზიაშირუსეთი, კორეა და იაპონია, [8] ავსტრალაზიაშიავსტრალია და პაპუა ახალი გვინეა. [8]

სოკო შეტანილია პოლონეთისა და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში. [9][10]

სეზონი — ივლისიდან ოქტომბრამდე.[11][12]

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

იჭმევა ახალი, მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები, სანამ რბილობი გაუხეშდება. გადაბერებული ნაყოფსხეული მომწაროა, გამწარებას კი იწყებს წვეროებიდან. აგრეთვე გამოიყენება გამხმარი, დამარილებული და ცხიმში დამარინადებული. დამარილებამდე ან დამარინადებამდე აუცილებელია სოკოს 15 წუთით წამოდუღება. (ნახარში წყალი უნდა გადაიღვაროს). მისგან ამზადებენ წვნიან კერძებს. შესაძლებელია გაყინვაც.

გამოუცდელ მესოკოვეს ყვითელი საჩეჩელა შესაძლოა აერიოს რამდენიმე შხამიან სახეობაში, მაგალითად როგორიცაა მოვარდისფრო საჩეჩელა, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას (დიარეა, ღებინება, გულისრეავა, ძლიერი მუცლის ტკივილი და ა.შ.).

სინონიმები

რედაქტირება

ქართული სინონიმები:ქართული სინონიმები:[7]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Schaeff. (1763) , In: Fung. Bavar. Palat. 2:tab. 175
  2. Quélet L. Flore mycologique de la France et des pays limitrophes (фр.). — Paris, France: Octav Doin, 1888.
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 52, ISBN 99940-856-1-1.
  4. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 148, ISBN 978-9941-8-4547-5.
  5. Till R. Lohmeyer, Ute Kũnkele: Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa: 2006. ISBN 978-1-40547-937-0.
  6. 6.0 6.1 Ramaria flava (Schaeff.) Quél.. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2023.
  7. 7.0 7.1 Ramaria flava (Schaeff.) Quél.. საქართველოს სოკოებისა ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2023.
  8. 8.0 8.1 Ramaria flava. Discover Life. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2023.
  9. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  10. Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
  11. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 610-611, ISBN 3-405-12081-0
  12. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 476-477, ISBN 978-3-440-14530-2