რამარია
რამარია (ლათ. Ramaria) — სოკოების გვარი ძარღვასოკოსნაირთა რიგისა, რომელიც 220-მდე სახეობას აერთიანებს.[1] ევროპაში გავრცელებულია 120 სახეობა.[2] იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე, უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგს.
რამარია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ramaria flava | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Ramaria (Fr.) Bonord., 1851, nom. cons. | |||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებანაყოფსხეული დიდი ან საშუალო ზომისაა. სუსტად ან ძლიერ დატოტვილი, მყიფე ან კანისებრი, უხეში ან ჟელატინირებული, როგორც წესი ღია ფერის. ზოგიერთი სახეობა ხელის დაჭერისას ფერს იცვლის. საკვებად ვარგისს სახეობებს მოტკბო გემო ახასიათებთ, არასაჭმელ და შხამიან სახეობებს — მწარე.
ჰიფები — ბალთიანი. ცისტიდების გარეშე. სპორები — არაამილოიდური, წვრილი ან მსხვილი, ელიფსოიდური ფორმის, დაფარულია ეკლებით ან მეჭეჭებით ან კიდევ სხვა მოხატულობით, იშვიათად გლუვია.[3]
გამოყენება
რედაქტირებაზოგიერთი სახეობა (მაგალითად, Ramaria aurea და Ramaria botrytis, Ramaria flava) საჭმელად ვარგისია, თუმცა გამოუცდელ მესოკოვეს შესაძლოა ადვილად აერიოს შხამიან სახეობებში, მაგ., როგორიცაა Ramaria formosa, რომელიც იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას (მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა და დიარეა).[4] არასაჭმელ სახეობებს (მაგ., Ramaria stricta) მწარე გემო ახასიათებთ; მომზადებისას სიმწარე კიდევ უფრო ძლიერდება.
სამეცნიერო სინონიმები
რედაქტირება- Cladaria Ritgen, 1828
- Clavaria sect. Clavariella (P. Karst.) Henn., 1898
- Clavariella P. Karst., 1881
- Corallium G. Hahn, 1883, nom. illeg.
- Coralloidea Roussel, 1806, nom. illeg.
- Cornicularia Bonord., 1851, nom. illeg.
- Dendrocladium (Pat.) Lloyd, 1919
- Lachnocladium sect. Dendrocladium Pat., 1889
- Phaeoclavulina Brinkmann, 1897
- Ramaria sect. Dendrocladium (Pat.) R.H.Petersen, 1981
სახეობები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Гарибова Л. В., Семейство Рогатиковые, или Булавницы (Clavariaceae) // Популярный атлас-определитель. Грибы, Дрофа, 2009. — 350 გვ. 3000 ეგზ., ISBN 978-5-358-06775-2. — UDC 582.8(084.4)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რამარია“ ვიკისაწყობში.
- რამარია Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kirk P. M., Cannon P. F., Minter D. W., Stalpers J. A. et al., Ainsworth & Bisby's Dictionary of the Fungi, CAB International, 2008. — გვ. 591, ISBN 978-0-85199-826-8.
- ↑ Eric Strittmatter: Die Gattung Ramaria. fungiworld.com. Pilz-Taxa-Datenbank. 2. November 2007, abgerufen am 25. Juni 2012
- ↑ Bi Zhishu, Guoyang Zheng, Li Taihui., The Macrofungus Flora of China's Guangdong Province, Columbia University Press, 1997. — 756 გვ.
- ↑ Eckhard Beubler: „Kompendium der Pharmakologie - Gebräuchliche Arzneimittel in der Praxis”, Editura Springer, Viena – New York 2007, p. 261,