Parachutes (Coldplay-ს ალბომი)
Parachutes — ინგლისური როკ-ჯგუფ Coldplay-ს სადებიუტო ალბომი. გამოიცა ინგლისში 2000 წლის 10 ივლისს, ხოლო აშშ-ში - 2000 წლის 7 ნოემბერს. ეს ჯგუფის ერთადერთი ალბომია, რომლის გამოშვების თარიღიც აშშ-ში გადადებულ იქნა. ალბომმა მალე დაიკავა პირველი ადგილი დიდ ბრიტანეთში და ჩარტებში 33 კვირის განმავლობაში დარჩა.
Parachutes | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 ივლისი, 2000 | |||
ჩაიწერა | ნოემბერი 1999 - მაისი 2000 | |||
ჟანრი |
ალტერნატიული როკი პოპი | |||
ხანგრძლივობა | 41:48 | |||
ლეიბლი |
Capitol Parlophone | |||
პროდიუსერი |
Coldplay კენ ნელსონი კრის ელისონი | |||
Coldplay — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Parachutes | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Entertainment Weekly | (B+)[2] |
Los Angeles Times | [3] |
NME | (9/10)[4] |
Pitchfork Media | (5.3/10)[5] |
PopMatters | (კეთილგანწყობილი)[6] |
Q | [7] |
Rolling Stone | [8] |
Stylus | (C)[9] |
Village Voice | (სხვადასხვა)[10] |
ამ ალბომმა Coldplay-ს შემდეგი გაჰიტებული სინგლები მოუტანა: Shiver, Yellow, Trouble და Don't Panic. მან ბილბორდ 200-ში 51-ე ადგილი დაიჭირა, ხოლო მისმა საბოლოო გაყიდვებმა 2 მილიონს მიაღწია.
Parachutes დასახელებულ იქნა #14 ადგილზე ინგლისის მუსიკალური ტელევიზიის Channel 4-ის 100 ყველა დროის საუკეთესო ალბომებს შორის. 2006-ში კი ალბომმა #33 ადგილი დაიკავა მუსიკალური ჟურნალის NME-ის მიერ გამოქვეყნებულ 100 საუკეთესო ალბომების სიაში. თუმცა, კრის მარტინმა თქვა რომ „Coldplay Parachutes-ის მიღმა იყურება. ჩვენ ვიცით რომ ეს საშინელი მუსიკაა, თქვა მან,ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამის შემდეგ.“
ისტორია
რედაქტირებაალბომის უდიდესი ნაწილი ჩაწერილ იქნა ლივერპულის სტუდიაში პარ სტრიტი. ამ პროცესმა ცხრიდან ათ კვირამდე გასტანა და ორი მინი ტურნეთი იქნა შეფერხებული. თუმცა, High Speed ჩაწერილ იქნა დროებით პროდიუსერ კრის ელისონთან ერთად 1999 წლის ზაფხულში სტუდიაში ორინოკო, ლონდონში.
Parachutes აღიარებული იყო როგორც ალტერნატიული როკ ჟღერადობის მქონე, რომელიც მსგავსი იყო ჯგუფ Radiohead-ის ჟღერადობისა, ამ ჯგუფის ყოფნის დროს The Bends/Ok Computer -ის ერაში. ფაქტობრივად, ივარაუდება რომ ალბომის კომერციულ წარმატებაში დიდი როლი Radiohead-ის მსმენელებს მიუძღვით, რადგან მათი მუსიკალური გემოვნება დაშორდა Radiohead-ისას მათი ექსპერიმენტული და ელექტრონული გავლენის მქონე ალბომის Kid A გამოსვლის შემდეგ.
მომადუნებელი და ხშირად წყნარი, Parachutes-ის მუსიკა საკმაოდ განსხვავებულია იმ პოპ-როკ ჟღერადობიგან, რომელიც დომინირებს Coldplay-ს შემდგომ ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი ალბომში X&Y. ფოლკლორული, ადვილად სმენადი გრძნობა მხოლოდ ამ ალბომს ახასიათებს ჯგუფის მთელს დისკოგრაფიაში, უმრავლესობა სიმღერების ჟგერადობისა, როგორებიცაა High Speed, We Never Change და სათაურად გამოყენებული ტრეკის, აკუსტიკური გიტარის,ოსტატურად და დახვეწილად გადაფარული ელექტრონული ნაწილების და პიანინოს დელიკატური მელოდიებისაგან გამომდინარეობს. უფრო მაღალბიტიანი სიმღერები, როგორიცაა Yellow და Shiver გიტარის უფრო ხმამაღალ აკორდებს იყენებენ, თუმცა ეს ტრეკები არასდროს არ უახლოვდებიან მძიმე როკის ჟანრს. ეს ფაქტი იმ დროისთვის უფრო უნიკალური იყო, რადგან ბრიტანული მუსიკალური სცენა 90-იანი წლებიდან იმ დროს ის-ის იყო გამოდიოდა, სადაც გიტარის დამლეწავი ბენდებისსიმღერები მეფობდა, როგორიც ოაზისია. თუმცა, წინა წლის საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი The Man Who იყო შოტლანდიური ჯგუფისგან Travis. Coldplay, როგორც სჩანს სარგებლობდა Travis-ის მიერ გაკვალული გზით და ამ ჯგუფს თანდათან ჩრდილავდა თავისი პოპულარობით.
ალბომის მესამე სიმღერამ Spies ჩინეთის ხელისუფლების მცირე ინტერესიც მიიპყრო. მათ ამ სიმღერის ანტიკომუნისტური ინტერპრეტირება მოახდინეს. ამან მთელ ქვეყანაში ალბომის აკრძალვა გამოიწვია. გიტარისტი ჯონ ბაკლენდი ამბობს,ჩვენ ჩინეთში სომღერა Spies გამო აგვკრძალეს, ძალიან უცნაურია.
ალბომის გარეკანზე გლობუსის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც თავად ბენდის მიერ იყო გადაღებული კოდაკის ხელის ფოტოაპარტით. გლობუსი 10 ფუნტად იყო ნაყიდი მაღაზია WH Snith-ში; ეს გლობუსი გადაიღეს სიმღერების Shiver და Don't Panic კლიპებში, ამასთან ის ჯგუფის მიერ გამართულ ტურნეში გამოიყენებოდა.
ალბომი ეძღვნებოდა ჯგუფის დრამერის, უილ ჩემპიონის დედის, დოქტორ სარა ჩემპიონის ხსოვნას, რომელიც 2001 წელს კიბოსგან გარდაიცვალა.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრისტ მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Don't Panic“ | 2:17 |
2. | „Shiver“ | 4:59 |
3. | „Spies“ | 5:18 |
4. | „Sparks“ | 3:47 |
5. | „Yellow“ | 4:29 |
6. | „Trouble“ | 4:30 |
7. | „Parachutes“ | 0:46 |
8. | „High Speed“ | 4:14 |
9. | „We Never Change“ | 4:09 |
10. | „Everything's Not Lost“ | 7:15 |
11. | „Life Is for Living“ (დამალული სიმღერა, რომელიც 5:39-ზე იწყება) |
ყველა სიმღერის ავტორი — გაი ბერიმენი/კრისტ მარტინი/ჯონი ბაკლენდი/უილ ჩემპიონი.
იაპონური გამოცემის დამატებები | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Careful Where You Stand“ (დამატებითი სიმღერა ალბომის იაპონურ გამოცემაში) | 4:45 |
2. | „For You“ (დამატებითი სიმღერა ალბომის იაპონურ გამოცემაში) | 5:42 |
ჯილდოები
რედაქტირებაწელი | ცერემონია | კატეგორია |
---|---|---|
2000 | Q Awards | საუკეთესო ალბომი |
2001 | Brit Awards | საუკეთესო ბრიტანული ალბომი |
2002 | Grammy Awards | საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი |
გამოცემის დეტალები
რედაქტირებაქვეყანა | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | კატალოგი |
---|---|---|---|---|
გაერთიანებული სამეფო | 10 ივლისი, 2000 | Parlophone | 12" შეზღუდული გამოცემა | 7243 5277831 |
CD | 7241 5 27783 2 4 | |||
იაპონია | 9 აგვისტო, 2000 | Toshiba-EMI | CD | TOCP 65472 |
კანადა | 19 სექტემბერი, 2000 | Parlophone | CD | 7241 5 27783 2 4 |
აშშ | 7 ნოემბერი, 2000 | Capitol | კასეტა | 0 6700 30162 |
CD | 0 6700 30162 2 3 |
ჩარტები
რედაქტირებაყოველკვირეული ჩარტები
რედაქტირება| style="width:50%; text-align:left; vertical-align:top;" |
წლის შემაჯამებელი ჩარტი
რედაქტირებაჩარტი (2000) | პოზიცია |
---|---|
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[32] | 9 |
ჩარტი (2001) | პოზიცია |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[33] | 19 |
ჩარტი (2002) | პოზიცია |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[34] | 88 |
ყველა დროის ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (ყველა დროის) | პოზიცია |
---|---|
ბრიტანეთის ალბომები(OCC)[35] | 45 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ by MacKenzie Wilson. (2000-07-10) Allmusic Review. Allmusic.com. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Reviewed by James Sullivan. (2000-11-17) Entertainment Weekly Review. Ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-06. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Los Angeles Times Review. Articles.latimes.com (2001-01-07). ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ NME Review. Nme.com (2000-07-04). ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Pitchfork Media Review. Pitchforkmedia.com (2000-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-01. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ PopMatters Review. Popmatters.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Q Review. Metacritic.com (2000-11-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-02. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ By MATT DIEHL. Rolling Stone Review. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-08. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Stylus Review. Stylusmagazine.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-06. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Barry Walters. (2000-11-07) Village Voice Review. Villagevoice.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
- ↑ Australian Charts – Coldplay – Parachutes (album). Australian-charts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Austria Top 40 – Coldplay – Parachutes (album) German. Austriancharts.at. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Charts Vlaanderen – Coldplay – Parachutes (album) Dutch. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Charts Belgique Francophone – Coldplay – Parachutes (album) French. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Coldplay Album & Song Chart History – Canadian Albums. Billboard. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ TOP 50 Prodejní: Coldplay – Parachutes (EMI) Czech. International Federation of the Phonographic Industry of the Czech Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-19. ციტირების თარიღი: 2017-05-07.
- ↑ Danish Charts – Coldplay – Parachutes (album). Danishcharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Dutch Charts – Coldplay – Parachutes (album) Dutch. Dutchcharts.nl. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Finnish Charts – Coldplay – Parachutes (album). Finnishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Classements – Coldplay – Parachutes (album) French. Lescharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Album – Coldplay, Parachutes German. Charts.de. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Italian Charts – Coldplay – Parachutes (album). Italiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Irish Music Chart Archive – Top 75 Artist Album, Week Ending 4 January 2001. Chart-track.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Mexican Charts – Coldplay – Parachutes (album). Mexicancharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ New Zealand Charts – Coldplay – Parachutes (album). Charts.org.nz. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-13. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ VG-Lista – Coldplay – Parachutes (album). Norwegiancharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Spanish Charts – Coldplay – Parachutes (album). Spanishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Swedish Charts – Coldplay – Parachutes (album). Swedishcharts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Swiss Charts – Coldplay – Parachutes (album) German. Hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ 2000 Top 40 Official UK Albums Archive – 22nd July 2000. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ Coldplay Album & Song Chart History – Billboard 200. Billboard. ციტირების თარიღი: 27 ივნისი 2012.
- ↑ End of Year Album Chart Top 100 - 2000. OCC. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
- ↑ End of Year Album Chart Top 100 - 2001. OCC. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
- ↑ End of Year Album Chart Top 100 - 2002. OCC. ციტირების თარიღი: 15 September 2016.
- ↑ Copsey, Rob. (4 July 2016) The UK's 60 official biggest selling albums of all time revealed. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 25 December 2016.