ნაოჭა სოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Gyromitra esculenta)

ნაოჭა სოკო (ლათ. Gyromitra esculenta) — ნაოჭა სოკოების გვარის სოკო დისცინასებრთა ოჯახისა. ძირითადად გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ერთი წყარო მას პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — შხამიანად. იზრდება წიწვოვანი ჯიშების ქვეშ, ქვიშიან ნიადაგზე, გაზაფხულზე.

ნაოჭა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  დისცინასებრნი
გვარი:  ნაოჭა სოკო
სახეობა:  ნაოჭა სოკო
ლათინური სახელი
Gyromitra esculenta (Pers. : Fr.) Fr.

ნაოჭა სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1800 წელს როგორც Helvella esculenta.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1849 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი 2-10 სმ-მდე აღწევს, ვიზუალურად ტვინის ფორმა აქვს. თავდაპირველად გლუვია, შემდგომში — დანაოჭებული, ტალღოვანი, კიდეები ნაწილობრივ ფეხთანაა შეზრდილი. ქუდის ფერი ძირითადად ყავისფერია ან მუქი ყავისფერი ელფერით, თუმცა აგრეთვე გვხვდება ნარინჯისფერი, წითელი ან მეწამული შეფერილობისაც.

ფეხის სიგრძე — 3-9 სმ-მდე, სიგანე — 1,5-4 სმ-დე სისქის, ცილინდრული ან ბოლქვისებრი, სიგრძივ ნაოჭიანი, ფუყე, მოთეთრო მურა-მოყვითალო, ზოგჯერ მოწითალო ფერის.

რბილობი — ცვილოვანი, მყიფე, ხილის სუნით. ახასიათებს სასიამოვნო გემო.[3]

სპორები — 18-23x9-12 მკმ, ელიფსისებრი, მკრთალ-ყვითელი, შეხებისას ოდნავ ზეთოვანი, ჩანთები ცილინდრული, რომელშიც 8 სპორაა მოთავსებული.

პარაფიზები — ძაფისებრი, 5-დან 7 მიკრომეტრამდე, მომურო ფეტის.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

ამერიკის კონტინეტზე გხვდება სიერა-ნევადისა და კასკადოვანი მთების წიწვოვან ტყეებში, ასევე გავრცელებულია მექსიკაში.

სოკო ფართოდაა გავრცელებული ცენტრალურ ევროპაში, იშვიათად აღმოსავლეთ ევროპაში, უპირატესად მთიან ადგილებში. ასევე დაფიქსირებულია ჩრდილოეთ ირლანდიასა და ინგლისში.

აზიაში ცნობილია დასავლეთ თურქეთსა და ანტალიის სანაპიროსთან.[4]

იზრდება ქვიშიან ნიადაგზე, მთებში, გაჩეხილი ტყეების ადგილას, წიწვოვან ტყეებში (უპირატესად ფიჭვთან), ზოგჯერ — ფოთლოვან ტყეებში, კერძოდ ვერხვის ძირებში.[5]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ტოქსიკურობა

რედაქტირება

ერთი წყარო მას პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[6] ხოლო მეორე — შხამიანად.[7][8] საჭმელად გამოიყენება 20-30 წუთიანი ხარშვის შემდეგ, წყალი კი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. თუმცა მასში ტოქსინების გარკვეული რაოდენობა მოხარშვის შემდეგაც კი რჩება. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი სასიკვდილო შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოში საჭმელად არ ხმარობენ.[9]

ნაოჭა სოკო შეიცავს კანცეროგენულ ტოქსინ გირომიტრინს, რომელიც მოქმედებს ღვიძლსა და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. მოწამლის სიმპტომებია ღებინება და გულისრევა, მძიმე შემთხვევაში ვითარდება კომა.

როგორც ჩანს, ნაოჭა სოკოს ტოქსინების დონე განსხვავდება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალმთიან რაიონებში შეგროვებულ ნაოჭა სოკოს გააჩნია ტოქსინების ნაკლები კონცენტრაცია, ვიდრე — დაბალზე.[10] არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ კლდოვანი მთების დასავლეთით (ჩრდილოეთ ამერიკა) არსებული ნაოჭა სოკო შეიცავს ნაკლებ ტოქსინებს, ვიდრე აღმოსავლეთით.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Persoon C.H. (1800). Commentarius, Schaefferi fungorum Bavariae indigenorum icones pictas, differentiis specificis etc. illustrans. ერლანგენი. 
  2. Fries EM (1849) Summa veg. Scand., Section Post. (Stockholm):p. 346
  3. Nilsson S., Persson O. (1977). Fungi of Northern Europe 1: Larger Fungi (Excluding Gill Fungi). Penguin Books, გვ. 34-35. ISBN 0-14-063005-8. 
  4. Gezer K (2000). „Contributions to the Macrofungi Flora of Antalya Province“. Turkish Journal of Botany. 24 (5): 293–98. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი,. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archivedate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
  5. Smith H.V., Smith A.H. (1973). How to Know the Non-Gilled Fleshy Fungi. Wm. C. Brown Co. ISBN 0697048667. 
  6. Строчок обыкновенный на сайте „Справочник грибов России“
  7. Описание строчка обыкновенного в интернет-журнале «Декоративный сад». ციტირების თარიღი: 2015-12-22.
  8. М.В.Вишневский. Строчки съедобные и ядовитые. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-12-22.
  9. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 38
  10. 10.0 10.1 Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: poisons and panaceas—a handbook for naturalists, mycologists and physicians. New York: WH Freeman. ISBN 978-0-7167-2600-5.