სიერა-ნევადა (აშშ)
ქედი აშშ-ში
სიერა-ნევადა (ინგლ. Sierra Nevada) — ქედი აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დიდი აუზის მთიანეთს გამოჰყოფს კალიფორნიის ველისაგან. სიგრძე 750 კმ, სიმაღლე 4418 მეტრამდე (მთა უიტნი). აგებულია გრანოდიორიტებით. სეისმურია. მთისძირთან ცხელი წყაროები და ტალახის ვულკანებია. დასავლეთი კალთა დამრეცი და ღრმად დასერილია. 1000 მეტრ სიმაღლემდე შემოსილია მარადმწვანე ბუჩქოვანი მუხით, 3000 მეტრამდე წიწვოვანი ტყეა, მის ზევით — ალპური მდელოები. აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, შემოსილია ფიჭვნარითა და მეჩხერი ტყით.[1] მწვერვალებზე თოვლნარია. მთებიდან წყნარი ოკეანის სანაპიროსაკენ გაყვანილია წყალსადენები, რომლებიც წყალმომარაგებით უზრუნველყოფს სან-ფრანსისკოსა და ლოს-ანჯელესს. სიერა-ნევადის ფარგლებშია იოსემიტის, სეკვოიასა და კინგს-კანიონის ეროვნული პარკები.[2]
სიერა-ნევადა | |
---|---|
უიტნის მთა | |
კოორდინატები: 36°32′42″ ჩ. გ. 118°17′31″ დ. გ. / 36.54500° ჩ. გ. 118.29194° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
ტერიტორიული ერთეული | კალიფორნია |
უმაღლესი წერტილი | უიტნი |
სიმაღლე | 4418 მ |
სიგრძე | 750 კმ |
ამგებელი ქანები | გრანოდიორიტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 328.
- ↑ Сьерра-Невада // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 517.