კალიფორნიის ველი — გაშლილი ხეობა აშშ–ის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, კალიფორნიის შტატში. აღმოსავლეთით ესაზღვრება სიერა–ნევადის ქედი, დასავლეთით — სანაპირო ქედები. მდებარეობს 20—160 სიმაღლეზე. სიგრძე 800 კმ, სიგანე 80 კმ–მდე. კალიფორნიის ველი ცარცული და კაინოზური დანალექი ქანებით ამოვსებული ტექტონიკური ღრმულია. ზედაპირი სუსტად ტალღოვანი ვაკეა. ჰავა სუბტროპიკული, კონტინენტურია, ხმელთაშუა ზღვის ტიპისა. ნალექები ჩრდილოეთით 1000 მმ, სამხრეთით 150 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია საკრამენტო ჩრდილოეთით და სანხოაკინი სამხრეთით. კალიფორნიის ველის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია სუბტროპიკული სტეპი, სამხრეთით ნახევარუდაბნოა. მისდევენ სარწყავ მიწათმოქმედებას, მებაღეობას, მევენახეობას, სამხრეთით მესაქონლეობას. არის ნავთობის საბადოები. კალიფორნიის ველზეა ქალაქებიებ საკრამენტო, სტოქტონი, ფრესნო.

კალიფორნიის ველი

ლიტერატურა

რედაქტირება