კასკადოვანი მთები

კასკადოვანი მთები (ინგლ. Cascade Range) — ქედი აშშ-სა და კანადაში. შედის კორდილიერების სისტემაში. ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1100 კმ-ზე, სიგანე 130 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 4392 მ (ვულკანი რეინირი). სახელი ეწოდა მდინარეებზე (კოლუმბია, ფრეიზერი, კლამათი და სხვა) საფეხურისებრი ჩანჩქერების (კასკადების) სიმრავლის გამო. კასკადოვანი მთების ძირი აგებულია მეზოზოური კრისტალური ქანებით, რომლებიც ზემოდან პალეოგენ-ნეოგენური ლავებითაა დაფარული. ამ ძლიერ დანაწევრებული ვულკანური ზეგნის ზედაპირზე ამოწეულია იზოლირებული ვულკანური კონუსები, როგორებიცაა: ბეიკერი, რეინირი, ჰუდი, ლასენ-პიკი და სხვა. ვულკანების უმეტესობა ჩამქრალია. მათ ფერდობებზე არის მრავალრიცხოვანი ფუმაროლები და ცხელი წყაროები.

კასკადოვანი მთები
ვულკანი რეინირი
ვულკანი რეინირი
კოორდინატები: 46°51′01″ ჩ. გ. 121°45′35″ დ. გ. / 46.850528° ჩ. გ. 121.759889° დ. გ. / 46.850528; -121.759889
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
უმაღლესი წერტილი რეინირი
სიმაღლე 4392 
სიგრძე 1100 კმ
სიგანე 130 კმ
კასკადოვანი მთები — აშშ
კასკადოვანი მთები

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტიურობით გამოირჩეოდა ვულკანები რეინირი და ლასენ-პიკი. ვულკანური მწვერვალები დაფარულია ფართო თოვლის ველებითა და მყინვარებით. კასკადოვანი მთების დასავლეთი ნოტიო ფერდობები შემოსილია მუქწიწვოვანი ტყით, აღმოსავლეთ მშრალ კალთებზე არის ფიჭვის ტყე. 2800-3000 მ სიმაღლეზე ტყეს ცვლის სუბალპური და ალპური მდელოები. არის სპილენძისა და ოქროს საბადოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება