კორდილიერები
კორდილიერები (ესპ. Cordilleras, ინგლ. American Cordillera) — მსოფლიოს უგრძესი მთათა სისტემა, რომელიც ვრცელდება ორ — ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე. იგი სიმაღლით მხოლოდ ჰიმალაისა და ცენტრალური აზიის მთიან სისტემებს ჩამოუვარდება. სამხრეთ ამერიკის კორდილიერებს ანდებსაც უწოდებენ, რაც ძველი ინკების ენაზე „სპილენძის მთებს“ ნიშნავს. კორდილიერები ამერიკის ორივე კონტინენტის დასავლეთ კიდეზე, წყნარი ოკეანის გასწვრივაა გადაჭიმული.
კორდილიერების სიგრძე 18 ათას კმ-ზე მეტია, სიგანე დაახლოებით 1600 კმ ჩრდილოეთ ამერიკაზე და 900 კმ სამხრეთზე. მდებარეობს კანადის, ამერიკის, მექსიკის, ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, ბოლივიის, არგენტინის და ჩილეს ტერიტორიაზე.
უმაღლესი მწვერვალს ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოადგენს მაკ-კინლი (6193 მ), ხოლო სამხრეთ ამერიკაში - აკონკაგუა (6960 მ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 663.