აკონკაგუა
აკონკაგუა (ესპ. Aconcagua) — მწვერვალი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინაში, სამხრეთ ამერიკის ანდებში. სიმაღლე 6960 მ (უმაღლესი მწვერვალი დასავლეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში). მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბათოლითი. ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები დამრეცია, სამხრეთ კალთაზეა კლდეებისა და ყინულების ციცაბო კედელია. აგებულია დანალექ ქანებზე შეცოცებული ანდეზიტებით, რის გამოც შეცდომით ვულკანად იყო მიჩნეული. დაფარულია მუდმივი თოვლით. ფერდობებზე 7 მყინვარი ეშვება, რომელთა სიგრძე 6 კმ-მდეა.
აკონკაგუა | |
---|---|
აკონკაგუა | |
კოორდინატები: 32°39′12″ ს. გ. 70°00′42″ დ. გ. / 32.65333° ს. გ. 70.01167° დ. გ. | |
ქვეყანა | არგენტინა |
ქედი | ანდები |
პირველი ასვლა | 1897 |
აკონკაგუას დალაშქვრას ართულებდა ყინულით დაფარული ფერდობის არსებობა. პირველად 1897 წელს ავიდა მასზე ექსპედიცია ედუარდ ფიცჯერალდის მეთაურობით. აკონკაგუა ინკური სახელწოდებაა და „თეთრ გუშაგს“ ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ კოლუმბისა და ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამდე ინკები ასული იყვნენ ანდების ასამდე მწვერვალზე, მათ შორის აკონკაგუაზე (მათს კვალს ამ მწვერვალის ფერდობებზე, 6600 მეტრის სიმაღლეზე მიაგნეს).[1]
საქართველოდან აკონკაგუაზე პირველი ავიდა გია თორთლაძე (1996 წელს, რუსეთის ცხრაკაციანი ექსპედიციის წევრებთან ერთად). ეს მწვერვალი 2002 წელს დალაშქრა ბენო ქაშაკაშვილმა, 2004 წელს კი — ბიძინა გუჯაბიძემ (რუსეთის ექსპედიციის შემადგენლობაში).[1]
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აკონკაგუა“ ვიკისაწყობში.
- აკონკაგუა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 აკონკაგუა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-06-07.