ბათოლითი — სიღრმული მაგმური ქანების განლაგების ფორმა. ბათოლითი ძალიან დიდი ზომის გამკვეთი სხეულია, რომლის ზედაპირის ფართობის რამდენიმე ასეულ ან ათასეულ კმ²-ს აღწევს. ბათოლითის გენეზისი სადავოა. ძირითად სიძნელეს სივრცის პრობლემა წარმოადგენს. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბათოლითი უძირო წარმონაქმნია და სიღრმეში მაგმურ კერას უკავშირდება. ცენტრალური ევროპის ბათოლითების შესწავლის მაგალითზე ჰ. კლოოსმა დაამტკიცა მათი შიგაფორმაციული ბუნება. ზოგი მკვლევარი ბათოლითს გეოსინკლინში ღრმად დაძირულ ნალექთა ნაწილის დნობას უკავშირებს, ნაწილი კი — გრანიტიზაციას.

ლიტერატურა

რედაქტირება