უნაგირასოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Helvella lacunosa)

უნაგირასოკო (ლათ. Helvella lacunosa) — სოკოს სახეობა ჰელველასებრთა ოჯახისა. მისი ქუდი უნაგირს წააგავს. აქედან მოდის სახელწოდებაც.

უნაგირასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  ჰელველასებნი
გვარი:  ნაოჭა სოკოები
სახეობა:  უნაგირასოკო
ლათინური სახელი
Helvella lacunosa Afzel., 1783 : Fr., 1822

პირობითად საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა ეგზემპლარები წინასწარი გათუთქვის შემდეგ. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ალპურ და ზომიერ სარტყლებს. გვხვდება ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ევროპაში, იაპონიასა და ჩინეთში.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბოტანიკოსმა ადამ აფსელიუსმა 1783 წელს.[1]

სამეცნიერო სინონიმები;

  • Helvella mitra var. mitra L. (1763)
  • Phallus brunneus Batsch (1783)
  • Helvella leucophaea Pers. (1801)
  • Helvella subcostata Cooke (1876)
  • Helvella costata Berk. (1879)

ქუდის დიამეტრი — 2-8 სმ, შუაში ჩაზნექილია და უნაგირის ფორმა აქვს. კიდეები თავისუფალი ან ოდნავ შეზრდილი ფეხთან, ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი. ხშირად ზედაპირი თითქმის მთლიანად შავია.

ფეხის სიგრძე — 2-5 სმ, სისქე — 1-1,5 სმ, სიგრძივ დაღარული: შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რამდენიმე მილი ერთად არის შედუღებულიო; ნაცრისფერი ან მოშავო.

რბილობი — თხელი, მყიფე, მოთეთრო ან მონაცრისფრო. სუსტად გამოხატული სოკოს სუნითა და გემოთი.[2]

სპორები — ელიფსური, 15-17x10-12 მკმ, გლუვზედაპირიანი, ჩანთები ცილინდრული, რომლის სიგრძეა 400 მკმ, სიგანე — 12-15 მკმ, მასში 8 სპორაა მოთავსებული.

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ალპურ და ზომიერ სარტყლებს. გვხვდება ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ევროპაში,[3] იაპონიასა[4] და ჩინეთში.[5]

იზრდება ნიადაგზე ერთეულებად ან ჯგუფებად[6] ფიჭვის, მუხისა და სოჭის ტყეებში გაზაფხულიდან შემოდგომამდე. აღსანიშნავია, რომ უნაგირასოკო დაფიქსირებულია ზამთარში კალიფორნიის შტატში.[3]

სეზონი — გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გამოყენება

რედაქტირება

მეოთხე კატეგორიის პირობითად საჭმელი სოკოა. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა ეგზემპლარები. მოხმარებამდე აუცილებელია 20-30 წუთის განმავლობაში ხარშვა, ნახარში წყალი კი უნდა გადაიღვაროს.[7]

სოკო მცირე რაოდენობით შეიცავს ტოქსინ მონომეთილჰიდრაზინს.[8] შვეიცარიაში ბოლო დროს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, უნაგირა სოკო, აგრეთვე მცირე რაოდენობით შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება გირომიტრინს. აქედან გამომდინარე მისი უმად მიღება დაუშვებელია, თუმცა მასში შემავალი ეს ტოქსინი ადვილად იშლება თერმული დამუშავების შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Afzelius, Adam (1783). „Helvella lacunosa“. Kungl. Svenska Vetenskapsakademiens Handlingar. 2 (შვედური). 4: 304.
  2. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL, 1985. ISBN 83-09-00714-0.
  3. 3.0 3.1 Arora, David (1986). Mushrooms demystified: a comprehensive guide to the fleshy fungi, 2nd, Berkeley: Ten Speed Press, გვ. 815–16. ISBN 0-89815-169-4. 
  4. Nagao H. (2002). „Fungal flora in Chiba Pref., central Japan (III) Ascomycetes: Plectomycetes and Discomycetes“. Journal of the Natural History Museum and Institute Chiba (Japanese). 5: 111–32.
  5. Zhuang WY. (2004). „Preliminary survey of the Helvellaceae from Xinjiang, China“. Mycotaxon. 90 (1): 35–42.
  6. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  7. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 37, ISBN 99940-856-1-1.
  8. Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012). Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 396. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861.