ხუჭუჭა უნაგირასოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Helvella crispa)

ხუჭუჭა უნაგირასოკო (ლათ. Helvella crispa) — ჩანთიანი სოკო ჰელველასებრთა ოჯახისა.

ხუჭუჭა უნაგირასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  ჰელველასებრნი
გვარი:  ნაოჭა სოკოები
სახეობა:  ხუჭუჭა უნაგირასოკო
ლათინური სახელი
Helvella crispa (Scop.) Fr., 1822

იგი პირველად აღწერა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს.[1]

სამეცნიერო სინონომები:

  • Costapeda crispa (Scop.) Falck, 1923
  • Helvella leucophaea Pers., 1800, nom. superfl.
  • Helvella mitra var. monacella (Schaeff.) Pers., 1801
  • Helvella monacella Schaeff., 1774
  • Helvella nigricans Schaeff., 1774
  • Helvella nivea Schrad., 1799
  • Helvella pallida Schaeff., 1774
  • Helvella sulcata Willd., 1787
  • Phallus costatus Batsch, 1783
  • Phallus crispus Scop., 1772basionym

ქუდი არასწორი ფორმისაა და მისი დიამეტრი 2-4 სმ-მდე აღწევს, შუაში ჩაზნექილია, უნაგირის ფორმის. კიდეები — ტალღოვანი ან ხუჭუჭი.

ფეხის სიგრძე 3-7 სმ-მდე, სიგანე — 1-2,5 სმ., სიგრძივ წახნაგოვან-დაღარული, თეთრი, ძირში მსხვილდება.

სპორები ელიფსისებრი სადაა 15–20×10 მკმ. ჩანთები — ცილინდრული 300 მკმ-მდე სიგრძის და სიგანის და მოთავსებულია 8 სპორა.

პირობითად საჭმელი სოკოა, საჭმელად იხმარება ახალი. გამოყენებამდე საჭიროა 20 წუთის განმავლობაში ხარშვა.

გავრცელება

რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იზრდება ნიადაგზე, როგორც შერეულ, ასევე წიწვოვან ტყეში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება
  • Helvella lactea Boud., 1907 გამოირჩევა ფეხზე შეზრდილი, და არა მისგან თავისუფალი, ქუდის კიდეებით, აგრეთვე ქუდის სადა ქვედა მხარით.
  • Helvella lacunosa Afzel., 1783უნაგირასოკო გამოირჩევა როგორც მინიმუმ მორუხო, ხშირად თითქმის შავი ქუდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 36, ISBN 99940-856-1-1.
  1. Scopoli JA. (1772). Flora carniolica, 2 (იტალიური), გვ. 475.