ბილწა სოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Amanita citrina)

ბილწა სოკო (ლათ. Amanita citrina) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა.

ბილწა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  ბილწა სოკო
ლათინური სახელი
Amanita citrina (Schaeff.) Pers. (1797)

ერთი წყარო პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო არასაჭმელ ან მცირედ შხამიანად. ფართოდაა გავრცელებული ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილოეთ აფრიკა, ავსტრალიასა და ახალზელანდიაში. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus citrinus. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1797 წელს.[1]

ქუდის დიამეტრი — 5-12 სმ, სქელხორციანი, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდგომში ამოზნექილი და თითქმის გაშლილი, ზოგჯერ ოდნავ ჩაჭყლეტილი, კიდეები თხელი, გლუვი. მონაცრისფრო-ყვითელი ან მომწვანო ელფერით, ზოგჯერ ტალახისფერ-თეთრი. ზედაპირზე ახასიათებს თეთრი ფიფქები.

რბილობი — რბილი, მოთეთრო, კანქვეშ მოყვითალოა, ახასიათებს უმი კარტოფილის არასასიამოვნო სუნი.[2]

ფეხის სიგრძე — 5-12, ძირისკენ თანდათან მსხვილდება, ძირში ბოლქვისებურად გასქელებული, მოთეთრო-ყვითელი. გააჩნია მკრთალი ფირფიტისებრი სადა საყელო და ფეხის ფუძეზე მოზრდილი საერთო საბურველის ნარჩენები.[3]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, სუსტად შეზერდილი, შემდგომში — თავისუფალი, ვიწრო, მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო კიდეებით.

სპორების მტვერი — თეთრი.[4][5] სპორები 9-11×7-9 მკმ, უფერული ფართოოვალური. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, 25-40×5-9 მკმ, უფერული, თხელკედლიანი. ფირფიტების ტრამა — ბილატერალური. ჰიფები — 3-7 დიამეტრის.

ცვალებადობა

რედაქტირება

ქუდის ფერი ვარირებს ლიმნისფერ-ყვითლიდან მომწვანო-ყვითლამდე (ზოგჯერ თეთრი). ფეხი — თეთრიდან ლიმნისფერ-ყვითლამდე. ფირფიტები — თეთრიდან ლიმნისფერ-ყვითლამდე.

ნაირსახეობები

რედაქტირება
  • A. citrina var. citrina — ძირითადი ნაირსახეობაა, მოყვითალო-მწვანე ქუდით.
  • A. citrina var. alba (Gillet) E.-J.Gilbert, 1918 — თეთრი შეფერილობის.
  • A. citrina var. grisea (Hongo) Hongo, 1959 — რუხი ქუდით.
  • A. citrina var. lavendula Coker, 1917 — მორუხო-ყვითელი ქუდით.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილოეთ აფრიკა (ალჟირი, მაროკო) ავსტრალიასა და ახალზელანდიაში. მათ შორის გვხვდება საქართველოშიც.[3]

იზრდება თბილ ადგილებში, როგორც წიწვოვან, ასევე ფოთლოვან ტყეებში, განსაკუთრებით ქვიშიან და მჟავე ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის ჩვეულებრივ ნაძვთან, ევროპულ წიფელთან, მუხასთან, ფიჭვთან, არყთან და სხვა. მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 500 მეტრამდე, იშვიათ შემთხვევაში — 1400 მეტრამდე.[6]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე (მასიურად ხარობს სექტემბერში).

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, სოკო ან მცირედ შხამიანია, ან პირობითად საჭმელი ან არა საჭმელი უსიამოვნო სუნის გამო. სოკო მცირე რაოდენობით შეიცავს შხამიან ნივთიერება ბუფოტენინს,[7][8] რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ამასთანავე გააჩნია ჰალუცინოგენური მოქმედება. გამოუცდელ მეოკოვეს იგი შეიძლება ადვილად აირიოს შხამიან სოკოებში, მაგალითისთვის როგორიცაა მომაკვდონებლად შხამიანი შხამასოკო.[9]

სამეცნიერო სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus bulbosus Schaeff., 1774
  • Agaricus citrinoalbus Vittad., 1835
  • Agaricus citrinus Schaeff., 1774basionym
  • Agaricus mappa Batsch, 1783, nom. illeg.
  • Agaricus ovum Batsch, 1783, nom. illeg.
  • Amanita bulbosa (Schaeff.) Pers., 1800, nom. illeg.
  • Amanita bulbosa var. citrina (Schaeff.) Gillet, 1874
  • Amanita citrina var. mappa (Batsch) Pers., 1801
  • Amanita mappa (Batsch) Fr., 1838, nom. illeg.
  • Amanita mappa var. citrina (Schaeff.) Rea, 1922
  • Amanita venenosa Pers., 1818
  • Amanitina citrina (Schaeff.) E.-J.Gilbert, 1940
  • Venenarius mappa (Batsch) Murrill, 1948

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Index Fungorum en.
  2. P. Jordan & S. Wheeler (2001). The Ultimate Mushroom Book. Hermes House. 
  3. 3.0 3.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 129, ISBN 99940-856-1-1.
  4. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 118-119, ISBN 3-405-12116-7
  5. Till E. Lohmeyer & Ute Künkele: „Pilze – bestimmen und sammeln”, Editura Parragon Books Ltd., Bath 2014, p. 92, ISBN 978-1-4454-8404-4
  6. Вассер С. П. Флора грибов Украины. Аманитальные грибы / отв. ред. К. А. Каламээс. — К.: «Наукова думка», 1992. — С. 131—132. — ISBN 5-12-003226-5.
  7. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 36. ISBN 978-0-7627-3109-1. [მკვდარი ბმული]
  8. HE Hallen, GC Adams, A Eicker (2002). AK Jäger. red. ”Amatoxins and phallotoxins in indigenous and introduced South African Amanita species” (på engelska). South African Journal of Botany (NISC Pty Ltd) 68: sid. 322. ISSN 0254–6299. Läst 6 februari 2010
  9. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 27. ISBN 978-1-55407-651-2.