ერნესტ ჰემინგუეი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰემინგუეი, ერნესტ)

ერნესტ მილერ ჰემინგუეი (ინგლ. Ernest Miller Hemingway; დ. 21 ივლისი, 1899 — გ. 2 ივლისი, 1961) — ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს — მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც „ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ“. მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.

ერნესტ ჰემინგუეი
ინგლ. Ernest Miller Hemingway
დაბადების თარიღი 21 ივლისი, 1899(1899-07-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბადების ადგილი ოუკ-პარკი[21] [22]
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი, 1961(1961-07-02)[1] [2] [3] [4] [5] [23] [7] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი კეტჩუმი[24]
დასაფლავებულია კეტჩუმი[25]
საქმიანობა სამხედრო კორესპონდენტი, სცენარისტი, რომანისტი, ჟურნალისტი[21] [19] , დრამატურგი, პოეტი, მწერალი[18] [19] , ნოველისტი და პროზაიკოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი Oak Park and River Forest High School და James F. Byrnes High School
ჟანრი პროზა, პუბლიცისტიკა და მემუარები
Magnum opus თეთრი სპილოების მსგავსი მთები, კილიმანჯაროს თოვლიანი მთა, მოხუცი და ზღვა, The Short Happy Life of Francis Macomber, მშვიდობით და The Sun Also Rises
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[26] [27] , ბრინჯაოს ვარსკვლავი[28] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[29] , Florida Artists Hall of Fame[30] , National Order of Merit Carlos Manuel de Cespedes, Medal of Military Valour[31] და Commemorative Medal for the Italo-Austrian War 1915-1918
მეუღლე ჰადლი რიჩარდსონი, პოლინ პფაიფერი, მართა გელჰორნი და მერი უელშ ჰემინგუეი
შვილ(ებ)ი ჯეკ ჰემინგუეი[32] , პატრიკ ჰემინგუეი და გრეგორი ჰემინგუეი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა „მანიტუს სასამართლო“, რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა „ყველაფერი კანის ფერშია“, სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები. 1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროდ, თავის მეგობრებთან ერთად.

ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის „დაკარგული თაობა“, ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, ცხოვრების მანძილზე კი მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის „მოხუცი და ზღვა“. 1961 წელს, 61 წლის ასაკში მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება
 
ჰემინგუეის ოჯახის ფოტო, 1905 წ. მარცხნიდან: მარსელინა, სანი, კლარენსი, გრეისი, ურსულა და ერნესტი

ერნესტ მილერ ჰემინგუეი დაიბადა 1899 წლის 21 ივლისს, ჩიკაგოს ერთ-ერთ გარეუბან ოკ-პარკში, ილინოისის შტატში[33] მამამისი - კლარენს ედმონდს ჰემინგუეი - იყო ფსიქიატრი, ხოლო დედამისი - გრეის ჰოლ-ჰემინგუეი - მუსიკოსი. ორივენი იყვნენ კარგად განათლებულნი და საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებები ოკ-პარკის კონსერვატიულ საზოგადოებაში.[34] როდესაც კლარენსი და გრეისი დაქორწინდნენ 1896 წელს, გადავიდნენ საცხოვრებლად გრეისის მამის, ერნესტ ჰოლის სახლში,[35] ვის პატივსაცემადაც დაარქვეს თავიანთ პირველ შვილს სახელი.[შენიშვნა 1] ჰემინგუეი ამბობდა, რომ მას არ მოსწონდა თავისი სახელი, რადგან იგი უკავშირებდა მას ოსკარ უაილდის გულუბრყვილო, სულელ პერსონაჟს დადგმიდან „იყო ერნესტის მნიშვნელობა“.[36] ოჯახის შვიდოთახიანი სახლი, პატივსაცემი სამეზობლოში, მოიცავდა გრეისის მუსიკალურ სტუდიასა და კლარენსის მედიცინურ ოფისს.[37]

ჰემინგუეი დადიოდა ოკ-პარკ და რივერ-ფორესტის სკოლაში 1913 წლიდან 1917 წლამდე, სადაც ვარჯიშობდა სხვადასხვა სპორტში: ბოქსი, თხილამურები, ფეხბურთი, წყალბურთი. ჰქონდა კარგი ნიშნები ინგლისურში.[38] ერნესტი და მისი და, მარსელინა, ორი წლის განმავლობაში უკრავდნენ სკოლის ორკესტრში [39] უმცროს ასაკში მეცადინეობდა ჟურნალისტიკაში, ასწავლიდა ფენი ბიგსი. კლასის საუკეთესო მწერლებს საშუალება ჰქონდათ განეთავსებინათ საკუთარი ნაწარმოები სკოლის გაზეთში The Trapeze. ერნესტსა და მარსელინას ჰქონდათ განთავსებული თავისი სტატიები ამ გაზეთში; ჰემინგუეის პირველი სტატია, გამოქვეყნებული 1916 წლის იანვარში, ეხებოდა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის ადგილობრივ შესრულებას.[40] მან გააგრძელა წვლილის შეტანა ამ საქმეში და დაიწყო როგორც Trapeze-ს, ასევე Tabula-ს (სკოლის გაზეთისა და ყოვეწლიური წიგნი) რედაქტირება. მსგავსად მარკ ტვენის, სტივენ კრეინის, თეოდორ დრაიზერისა და სინკლერ ლიუისისა, ჰემინგუეიც იყო ჟურნალისტი სანამ შეუდგებოდა ნოეველების წერას. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაიწყო რეპორტიორად მუშაობა The Kansas City Star-ში[41] მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ ექვსი თვე მუშაობდა ამ გაზეთში, იგი შემდეგაც იყენებდა Star-ის წერის სტანდარტს: „გამოიყენე მოკლე წინადადებები. პირველი პარაგრაფი უნდა იყოს მოკლე. გამოიყენე ენერგიული ინგლისური. იყავი პოზიტიური, და არა ნეგატიური.“[42]

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება
 
ჰემინგუეი, ქ. მილანი, 1918

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჰემინგუეი ერთ ხანს ადგილობრივ გაზეთში თანამშრომლობდა, მერე კი ევროპაში გაემგზავრა. იქ მაშინ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა და ახალგაზრდა მწერალმა გადაწყვითა ბრძოლებში მიეღო მონაწილეობა. თავდაპირველად უარი უთხრეს ომში გაგზავნაზე, რადგან კრივის გაკვეთილებზე თვალი სერიოზულად დაზიანებოდა. ბოლოს მაინც მოახერხა ნებართვის მიღება და 1918 წლის გაზაფხულზე წითელი ჯვრის ავტოკოლონაში ჩაირიცხა, რომელიც იტალიაში მიემგზავრებოდა. მალევე გაამწესეს იტალია-ავსტრიის ფრონტზე, და ორი თვე არც კი გასულიყო, რომ ცეცხლის ხაზზე მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ყუმბარის ნამსხვრევებს სულ დაეცხრილა, ორასზე მეტი ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად დიდი ტრავმისა, მაინც მოახერხა დაჭრილი იტალიელი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. მაშინვე მილანში გადაიყვანეს და ზედიზედ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ეს ყველაფერი თითქმის ზედმიწევნით არის აღწერილი რომანში „მშვიდობით, იარაღო!“. ჰემინგუეი სამხედრო მამაცობისთვის ორჯერ დააჯილდოვეს იტალიური ორდენებით.

ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფს ამერიკელი მედდა შეუყვარდა. ათი წლის შემდეგ ეს სასიყვარულო ამბავი, ასევე სამხედრო გამოცდილება დაედო საფუძვლად მის ცნობილ რომანს „მშვიდობით, იარაღო!“

სამწერლო წარმატება

რედაქტირება

ოუკ-პარკში ომის გმირად დაბრუნებული იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მის მშობლიურ მხარეში ცხოვრება საკმაოდ მოსაწყენი იყო და ჩიკაგოური ჟურნალის რედაქციაში მოეწყო სამუშაოდ. სწორედ იქ გაიცნო მწერალი შერვუდ ანდერსონი, რომელმაც დაარწმუნა, ამერიკული დასავლეთის „უსულობას“ გასცლოდა და ევროპაში გამგზავრებულიყო. 1921 წელს, ჰედლი რიჩარდსონზე დაქორწინების შემდეგ, ჰემინგუეი ევროპაში გაემგზავრა.

რამდენიმე მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებამ ჰემინგუეის ყურადღება მიაქცია. მისმა ორიგინალურმა წერის მანერამ და თხრობის სტილმა მკითხველზე შოკური ეფექტი მოახდინა. ამას დაემატა ჰემინგუეის, როგორც პიროვნებისადმი გამოჩენილი ყურადღება. მით უმეტეს, რომ თვითონ აქტიურად ცდილობდა, „მამაცი გმირის“ სახე დაემკვიდრებინა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილმა მცირე ძალისხმევა როდი გამოიჩინა, რომ ჯერ შეექმნა, შემდეგ კი ყველას თვალში გაემყარებინა შთაბეჭდილება საკუთარ თავზე, როგორც ჯარისკაცსა და სამხედრო კორესპონდენტზე, მამაც ადამიანზე, რომელიც გამუდმებით მიიწევს თავგადასავლებისკენ, კრივის, ნადირობის, თევზაობისა და ხარების ბრძოლის მოყვარულ ადამიანზე.

1930-იან წლებში, როგორც მისი ბიოგრაფები ამბობენ, „ვარსკვლავურმა დაავადებამ“ შეიპყრო და წერაზე მეტად საკუთარი თავის წარმოჩინებით იყო დაკავებული.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ჰემინგუეისა და ჰედლის ქორწილი, 1921

ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ამ ქორწინებებიდან სამი ვაჟი დარჩა. პირველი რამდენიმე წელი, რომელიც პირველ ცოლ ჰედლი რიჩარდსონთან გაატარა, თითქმის იდეალური იყო. მათი ქორწინება დაირღვა, როდესაც მან მშვენიერი პოლინ პფეიფერი გაიცნო. ჰედლისთან განქორწინებას ჰემინგუეი ცხოვრების ბოლომდე თავისი ცხოვრების „უდიდეს ცოდვას“ უწოდებდა.

პოლინთან თორმეტი წელი იცხოვრა, მერე იყო მარტა, რომელიც ესპანეთში გაიცნო. მალე დაახლოვდნენ, მაგრამ მალევე გაიყარნენ.

ჰემინგუეის მეოთხე ცოლი, მერი უელში, თითქოს მისი შეკვეთით იყო შექმნილი. მომთმენი, ლამაზი, ჰემინგუეიზე ცხრა წლით უმცროსი, ქმარს მოწიწებით ეპყრობოდა და ეთაყვანებოდა. ჰემინგუეი მას „ჯიბის რუბენსის ნახატს“ უწოდებდა. ჰემინგუეის სიცოცხლის ბოლომდე ისინი ერთად ცხოვრობდნენ იმის წყალობით, რომ მერი თავისი ქმრის ბევრ საქციელზე ხუჭავდა თვალებს.

წერის სტილი

რედაქტირება
 
ჰემინგუეი მუშაობის დროს, 1939

პირველი თავისებურება ჰემინგუეის სტილისა ეს არის გამომსახველ საშუალებათა უდიდესი სიძუნწით ხმარება. იგი ცდილობს მინიშნებით გააცნოს მკითხველს ესა თუ ის სიტუაცია, უშუალოდ დაანახვოს მას გმირი. კი არ მოგვითხრობს თავისი გმირების თავგადასავალს, არამედ გვაჩვენებს, და ყოველგვარ მსჯელობას თუ ავტორისეულ რემარკებს თავს არიდებს. იგი მკითხველის აქტიურ ჩარევას გულისხმობს, რომელმაც თავის წარმოდგენაში უნდა აღადგინოს ის, რაც ავტორმა განგებ გამოტოვა - გმირისა თუ მოვლენის დახასიათება, მისი ბიოგრაფია თუ მომავალი.

 
„მე ვნახე მარლინების ქორწილის გრანდიოზული სანახაობა, ზედმიწევნით გავეცანი მეთევზეთა ცხოვრების ყოველ დეტალს, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ „მოხუცსა და ზღვაში“ ესენი სულ გამოვტოვე, რადგან ისედაც იგრძნობა ეს, როდესაც მოთხრობას კითხულობთ. როდესაც იცი და ისე გამოტოვებ, არაფერი იკარგება, მკითხველი მაინც გრძნობს იმ გამოტოვებულს და წარმოსახვაში თვითონვე აღადგენს, ხოლო როდესაც არცოდნის გამო გამოტოვებს რამეს მწერალი, როდესაც იმიტომ გამოტოვებს, რომ არ იცის, ესეც ხელადვე საგძნობი გახდება და ყველაზე დიდი უბედურებაც ეს არის[43].“
(ე. ჰემინგუეი)

ჰემინგუეი აისბერგს ადარებს ლიტერატურას: მხოლოდ მერვედი ნაწილი ჩანს აისბერგისა წყალს ზემოთ, დარჩენილი წყალშია, დაფარული; ლიტერატურაშიაც ასე უნდა, მერვედი ნაწილი უნდა დაიწეროს იმისა, რაც მწერალმა იცის და რაც ნაწარმოებში იგულისხმება. ჰემინგუეი ცდილობს, არც ერთი ზედმეტი ფრაზა არ იხმაროს, მაგრამ, სამაგიეროდ, შეარჩიოს ისეთი სიტყვა, რაც ზედმიწევნითი სისწორითა და სიმართლით გამოხატავს და შექმნის საჭირო განყწობილებას. ოცდაცხრამეტჯერ დავწერე რომანის „მშვიდობით, იარაღო!“ დასასრულიო, განაცხადა ჰემინგუეიმ, და როდესაც ჰკითხეს, მაინც რა გაგიძნელდაო, მან უპასუხა: შესაფერ სიტყვას ვეძებდიო.

 
„მხატვრული პროზა ეს არქიტექტურაა და არა დეკორატორის ხელოვნება... როდესაც რომანის ავტორი თავის ხელოვნურად გამოძერწილ გმირებს პირში საკუთარის ტვინის ნაჭყლეტ აზრებსა ჩრის, - რაც გაცილებით უფრო სარფიანია, ვიდრე ამავე აზრების ცალკე ნარკვევებად დაბეჭდვა, - ეს უკვე ლიტარატურა აღარ არის.“
(ე. ჰემინგუეი)

ნაწარმოებები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია ქართულ ენაზე

რედაქტირება
  • ჰემინგუეი, ერნესტ „მშვიდობით იარაღო!. აღმოხდების მზე (ფიესტა)“, თარგმ. ინგლ. ვახტანგ ჭელიძისა, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1960 წ.
  • ჰემინგუეი, ერნესტ „ჰარი მორგანი. ქონა თუ არ ქონა“, მოთხრობები. მთარგმნ. ვ. ჭელიძე - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964 წ.
  • ჰემინგუეი, ერნესტ, თხზულებანი 4 ტომად, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965 წ.
  • ენტონი ბერჯესი - „ერნესტ ჰემინგუეი და მისი სამყარო“. ინგლ. თარგმნა ირაკლი კენჭოშვილმა, „მერანი“, თბილისი, 1987 წ.
  • ჰემინგუეი, ერნესტ „მშვიდობით, იარაღო!“ მოთხრობები, ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ - თბილისი, 1992 წ.
  • ჰემინგუეი, ერნესტ „განუყრელი დღესასწაული“, ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ - თბ. საქართველო, 1996 წ.
  • ჰემინგუეი, ერნესტ „ბერიკაცი და ზღვა“, ინგლ. თარგმნა ნანა ღამბაშიძემ - თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000 წ.
  • ჰემინგუეი, ერნესტ „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა; მოხუცი და ზღვა; მშვიდობით, იარაღო!“ ინგლ. თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ, ანა რატიანმა, თბილისი, ნაკადული, 2005 წ.
  • ბორის გრიბანოვი - „ერნესტ ჰემინგუეი“, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება.
  • ჰემინგუეი, ერნესტ „კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“; მოთხრობები, სერია: მსოფლიოს რჩეული მოთხრობები; თბილისი, პალიტრა L, 2011

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ერნესტ ჰემინგუეი – კილიმანჯაროს თოვლიანი მთა; „პალიტრა L“, თბილისი, 2011
  • ჟურნალი რეიტინგი; 2011 წ.
  • ერნესტ ჰემინგუეი - ტომი IV, „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბილისი, 1965, 342-343 გვ.

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ჰემინგუეის ჰყავდა ხუთი დედმამიშვილი: მარსელინა (1898); ურსულა (1902); მადელაინი (1904); კაროლი (1911) და ლეიკესტერი (1915). იხილეთ Reynolds 2000, p. 17–18

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Young P. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. https://www.loc.gov/item/today-in-history/july-21/
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. 13.0 13.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  14. 14.0 14.1 GeneaStar
  15. 15.0 15.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  16. 16.0 16.1 Babelio — 2007.
  17. 17.0 17.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  18. 18.0 18.1 18.2 BeWeB
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 The Fine Art Archive — 2003.
  20. 20.0 20.1 Munzinger Personen
  21. 21.0 21.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118549030 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  22. https://www.hemingwaybirthplace.com/
  23. The New York Times / J. KahnManhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  24. https://www.ocregister.com/2015/08/12/ernest-hemingways-idaho-house-listed-on-national-register-of-historic-places/
  25. https://www.forbes.com/sites/jimclash/2016/09/02/homage-visit-to-ernest-hemingways-idaho-grave-unsettles/
  26. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1954/
  27. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  28. https://www.archives.gov/publications/prologue/2006/spring/hemingway.html
  29. https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/219
  30. https://dos.myflorida.com/cultural/programs/florida-artists-hall-of-fame/ernest-hemingway/
  31. https://www.oakpark.com/2017/06/01/hemingway-awarded-medal-of-military-valor/
  32. Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  33. Oliver, p. 140
  34. Reynolds 2000, p. 17
  35. Oliver, p. 134
  36. Meyers 1985, p. 8
  37. Reynolds 2000, p. 17–18
  38. Mellow 1992, p. 21
  39. Reynolds 2000, p. 19
  40. Griffin 1985, p. 25
  41. Meyers 1985, p. 23
  42. Star style and rules for writing. The Kansas City Star. KansasCity.com. ციტირების თარიღი: 2009–08–29.
  43. qtd. in Oliver 1999, p. 322