ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სტივენ კრეინი (ინგლ. Stephen Crane; დ. 1 ნოემბერი, 1871 — გ. 5 ივნისი, 1900) — XIX საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი პოეტი, რომანისტი და მოკლე მოთხრობების ავტორი. მიუხედავად საკმაოდ ხანმოკლე სიცოცხლისა, მან შეძლო და შექმნა რეალისტური ტრადიციებით გაჯერებული ნაწარმოებები, რომელთაც, კრიტიკოსთა დიდი ნაწილი, ამერიკული ნატურალიზმისა და იმპრესიონიზმის ადრეულ მაგალითად აღიქვამს. დღესდღეობით, ის აღიარებულია, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მწერალი.

სტივენ კრეინი
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი, 1871(1871-11-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი ნიუარკი
გარდაცვალების თარიღი 5 ივნისი, 1900(1900-06-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (28 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბადენვაილერი, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანიის იმპერია[13]
დასაფლავებულია ევერგრინის სასაფლაო
ფსევდონიმი Johnston Smith[14]
საქმიანობა მწერალი[12] [15] , ჟურნალისტი[12] , პოეტი[12] , ბეისბოლისტი, რომანისტი და სცენარისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი სირაკიუსის უნივერსიტეტი, კლავერაკის კოლეჯი და პენინგტონის სკოლა
Magnum opus სიმამაცის წითელი ემბლემა
ხელმოწერა

კრეინი მეთოდისტების ოჯახში დაიბადა და ცხრა დედმამიშვილს შორის ერთადერთი გადარჩენილი შვილი იყო. მან წერა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, 4 წლისამ დაიწყო, ხოლო 16 წლის ასაკში მას უკვე რამდენიმე სტატიაც ჰქონდა გამოქვეყნებული. გამომდინარე იქიდან, რომ ის საუნივერსიტეტო სწავლით გატაცებული არ ყოფილა, მან სირაკუზის უნივერსიტეტი მალევე დატოვა და რეპორტიორად დასაქმდა. კრეინის რიგით პირველი რომანი – „მეგი: ქუჩის გოგონა“ – კრიტიკოსთა მიერ აღიარებულია, როგორც ამერიკული ნატურალიზმის საწყისი ტექსტი. საერთაშორისო აღიარება მან თავისი 1895 წლის ნაწარმოებით – „სიმამაცის წითელი ემბლემა“ – ჰპოვა, რომელიც, მრავალი ლიტერატურათმცოდნის მოსაზრებით, ამერიკის სამოქალაქო ომის შესახებ დაწერილი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებია.

სიცოცხლის ბოლომდე კრეინი ამერიკული ლიტერატურის გამორჩეულ ფიგურად აღიქმებოდა. მას შემდეგ, რაც ის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მისი ცხოვრება დავიწყებას მიეცა, კრიტიკოსებმა აღადგინეს ინტერესი მისი მოღვაწეობის მიმართ. მის ტექსტებს ახასიათებთ ნათელი ინტენსივობა, გაჯერებული სხვადასხვა დიალექტითა და მძაფრი ირონიით. საერთო თემები მოიცავს შიშს, სულიერ კრიზისებს და სოციალურ იზოლაციას. მიუხედავად იმისა, რომ მან პოპულარობა თავისი საომარი რომანის — „სიმამაცის წითელი ემბლემა“ — დახმარებით მოიპოვა, ის არანაკლებაა ცნობილი თავისი პოეტური ნაშრომებითა და მოკლე მოთხრობებით. მისმა ნაწარმოებებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მე-20 საუკუნის მწერლებზე, მათ შორის ყველაზე გამორჩეულია მისი გავლენა ერნესტ ჰეიმნგუეიზე, და, აგრეთვე, ითვლება, რომ მან შთააგონა მოდერნისტები და იმაგისტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 BD Gest'
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. 10.0 10.1 GeneaStar
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive
  13. Deutsche Nationalbibliothek Record #118522620 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  14. Czech National Authority Database
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტივენ_კრეინი“-დან