ხაიშოსოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის თემში.[1] მდებარეობს კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე საგამის (ივრის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.[2]

სოფელი
ხაიშო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ახალსოფელი
კოორდინატები 42°11′12″ ჩ. გ. 45°03′48″ ა. გ. / 42.18667° ჩ. გ. 45.06333° ა. გ. / 42.18667; 45.06333
ცენტრის სიმაღლე 1360
მოსახლეობა 1[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხაიშო — საქართველო
ხაიშო
ხაიშო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხაიშო
ხაიშო — თიანეთის მუნიციპალიტეტი
ხაიშო

ზოგიერთი მონაცემის საფუძველზე სოფელს ადრე მუხუდოსაც ეძახდნენ. სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთისა და ბარის დამაკავშირებელ გზაზე. იგი ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე იყო თიანეთის მხარის თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, განსაკუთრებით X–XI საუკუნეებში, როდესაც თიანეთი კახეთის სამთავროს პოლიტიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. აქვე გადიოდა ეგრეთ წოდებული „ცხვრის გზაც“. სოფელი ხაიშო ჯერ კახეთის საერისთავოში, ხოლო შემდეგ თიანეთის სამოურავოში შედიოდა, ეპარქიულად კი ალავერდს ექვემდებარებოდა. XIX საუკუნის 60-იან წლებში ხაიშოში, არაგვისა და ივრის ხეობის ზემო წელიდან ჩამოსული ფშაველები დასახლებულან. ფშავიდან ხაიშოში მოსახლეობის მიგრაცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდა.[3]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 1 0 1
2014[1] 1 1 0
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 416.
  3. კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 423.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.