კახა ცაბაძე
ქართველი კომპოზიტორი
(გადამისამართდა გვერდიდან ცაბაძე, კახა)
კახა ცაბაძე (დ. 14 სექტემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი. ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2012). კომპოზიტორ გოგი ცაბაძის შვილი.
კახა ცაბაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 14 სექტემბერი, 1959 (65 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1982 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო). 1982 წლიდან არის თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (კომპოზიცია, თეორიული საგნები). 2003 წლიდან თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირიჟორ–პედაგოგი, 2014 წლიდან მუსიკალური სექტორის ხელმძღვანელი. 2011 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ–მუზეუმის დირექტორი.
ნამუშევრები
რედაქტირებაკონცერტები
რედაქტირება- ფაგოტისა და ორკესტრისათვის (1988),
- ალტისა და ორკესტრისათვის (1986),
- კონცერტინო ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, კლარნეტის კონცერტი, Concerto grosso ხის ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის (1984).
კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები
რედაქტირება- სიმებიანი კვარტეტი N1 (1988, პირველი შესრულება),
- სიმებიანი კვარტეტი N2 (1995, პირველი შესრულება),
- საბავშვო პიესები ფორტეპიანოსათვის, „პატარა პოემა“ ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (პრემირებული), პატარა თემა „თეატრალური ნიღბები“, მათ შორის, საბავშვო პიესები „პეპი გრძელი წინდა“ და „წვიმა“ – თბილისის ნორჩ მუსიკოს–შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში
პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის:
- ფორტეპიანო
- ვიოლონჩელო
- ვიოლინო
გუნდები
რედაქტირება- a cappella - „ელეგია“, „მრავალჭირვარამგადანახადი“
- რომანსები, მათ შორის მუხრან მაჭავარიანის და გიული ჩოხელის ლექსებზე
- „ას წელიწადში ერთხელ“ (1988, თანაავტორი გიორგი ცაბაძე, თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი)
- „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (1986, გორი)
საბავშვო
რედაქტირება- „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ზამთრის ზღაპარი“, „მზის ყვავილი“ (1988, გორი)
საესტრადო სიმღერები
რედაქტირება- „ყვავილების მიწა“
- „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“
- „ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ“
- „სიმღერებით შემოვივლი თბილისს“
- „თბილისური დილა“
- „აღსარება“
საბავშვო
რედაქტირება- „წვიმა“
- „მამულო“
- „ბედნიერი დილა“
- „საახალწლო კარნავალი“
მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის
რედაქტირებამუსიკა მხატვრული კინოფილმისათვის
რედაქტირება- „სამი ამბავი ტელეფონით“ (1984, რეჟისორი ნარგიზ გარდაფხაძე),
- დოკუმენტური ფილმი – „დავით და კონსტანტინე“ (2000, რეჟისორი გ. გელაშვილი).
ჯილდოები
რედაქტირება- 2014 — საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I და III პრემია, რომანსები მუხრან მაჭავარიანისა და გიული ჩოხელის ლექსებზე
- საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია (საბავშვო მიუზიკლები „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ზამთრის ზღაპარი“)
- საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, საფორტეპიანო კონცერტი
- საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, კონცერტი კლარნეტისათვის