თელავის დრამატული თეატრი

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი. პირველი წარმოდგენები თელავში მეფე ერეკლეს დროს იმართებოდა. სპექტაკლების ჩვენება განახლდა XIX საუკუნის II ნახევარში. 1866 წელს პირველ სპექტაკლად უჩვენეს გიორგი ერისთავის „გაყრა“. იმავე წელს დაიდგა ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“. რევოლუციამდე თეალავის თეატრში გამოდიოდნენ ქართული სცენის გამოჩენილი ოსტატები ნატო გაბუნია-ცაგარელი, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ნ. ჩხეიძე, ლადო ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი და სხვა. პროფესიული თეატრი თელავში გაიხსნა 1931-1932 სეზონში. ხელმძღვანელად რეჟისორი ვახტანგ გარიკი (ვაჩნაძე).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება