ფაგოტი (იტალ. fagotto, სიტყვასიტყვით — კვანძი, ნასკვი) — სასულე მუსიკალური საკრავი. აქვს ლათინური U-ს ფორმის კონუსური ლულა და 4 ნაწილისაგან შემდგარი ყელმილი. ლულასთან მიერთებულია S-ის ფორმის ლითონის მილი. ხმოვანებს ლელქაშის ორმაგი ფირფიტის მეშვეობით, რომელსაც აცობენ ამ მილზე. ლულას აქვს 25-30 გვერდითი ხვრელი (5-6 იფარება თითებით, დანარჩენი — სარქვლებით), დიაპაზონი B1 — d², ზოგჯერ f². შეიქმნა XVI საუკუნის 20—30 წლეებში იტალიაში. სიმფონიურ ორკესტრში დამკვიდრდა XVIII საუკუნის შუა წლებში. ფაგოტისთვის ნოტები ბანისა და ტენორის გასაღებებში იწერება.ფაგოტის ნაირსახეობაა კონტრაფაგოტი.

ფაგოტი

ლიტერატურა

რედაქტირება