შუამთა (ვანის მუნიციპალიტეტი)
სოფელი იმერეთში
შუამთა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭყვიში). მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 70 მეტრი. ვანიდან 6 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
შუამთა | |
ქედის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუამთა |
კოორდინატები | 42°06′02″ ჩ. გ. 42°27′24″ ა. გ. / 42.10056° ჩ. გ. 42.45667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 70 მ |
მოსახლეობა | 1307[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
შუამთა მუნიციპალიტეტის რიგით მეორე დასახლებული პუნქტია, ტერიტორიული და ეკონომიკური მნიშვნელობით ვანის შემდეგ. 2014 წლის წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1307 ადამიანი, რითაც მუნიციპალიტეტში მხოლოდ ვანს და სალხინოს ჩამორჩება. შუამთის თემის მოსახლეობა კი 1683 ადამიანია (ჭყვიში: 376 ადამიანი), რაც ასევე მესამე შედეგია ვანისა და ზეინდრის თემის შემდეგ.
სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები — წმინდა გიორგის ეკლესია (1615 წ.), რომელიც შიგნით მოხატულია და ნათლისღების სახელობის ეკლესია.
დემოგრაფიარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1553[2] |
2014 | 1307[1] |
პიროვნებებირედაქტირება
სოფელში დაიბადნენ:
- გიორგი ნაფეტვარიძე — პოეტი
- ლადო სულაბერიძე — პოეტი
- სოლომონ ყუბანეიშვილი — ლიტერატურათმცოდნე
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 50.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი