შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია

შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, სოფლის სასაფლაოზე. აგებულია 1615 წელს.

ეკლესია დარბაზულია. ტაძარი საკმაოდ დაზიანებული იყო, თუმცა დღესდღეობით რესტავრირებულია. ნაგებობას დასავლეთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. ფასადებზე არ გვხვდება არანაირი მორთულობა. ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი ქვით. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით ორ სართულიანი სამრეკლო დგას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება