ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭყვიში.

ჭყვიშისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის თემში. მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან 60 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი.

სოფელი
ჭყვიში
Tabidze Museum.jpg
ტაბიძეების მუზეუმი სოფელ ჭყვიშში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი შუამთა
კოორდინატები 42°07′31″ ჩ. გ. 42°26′01″ ა. გ. / 42.12528° ჩ. გ. 42.43361° ა. გ. / 42.12528; 42.43361
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ჭყუში
ცენტრის სიმაღლე 60
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 376[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)
ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ჭყვიში (ვანის მუნიციპალიტეტი)

ისტორიარედაქტირება

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშერის, ჭყუშის სახელით და შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა უფლის ჯვარცმის, ღვთისმშობლის შობის, წმინდა გიორგის, წმინდა მთავარანგელოზთა და კოსიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიები.[2]

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 376 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 543 278 265
2014[1]   376 195 181

ცნობილი ადამიანებირედაქტირება

ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. სოფელში არის მათი სახლ-მუზეუმი.[4] სოფელში ყოველწლიურად იმართება „გალაკტიონობა“ და „ტიციანობა“. სოფელში აგრეთვე დაიბადა სასულიერო მოღვაწე, დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე), ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერების მეთაური.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი