ზეინდარი

სოფელი საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტში.

ზეინდარისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზეინდარი, შუა გორა). მდებარეობს ფერეთის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 90 მეტრი, ვანიდან 15 კილომეტრი. წერილობით წყაროებში პირველად მოხსენიებული აქვს გიულდენშტედტს (XVIII ს.). ზეინდარში იყო ბარის ერისთავთა რეზიდენცია.

სოფელი
ზეინდარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი
თემი ზეინდარი
კოორდინატები 42°05′36″ ჩ. გ. 42°40′36″ ა. გ. / 42.09333° ჩ. გ. 42.67667° ა. გ. / 42.09333; 42.67667
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 90
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 971[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზეინდარი — საქართველო
ზეინდარი
ზეინდარი — იმერეთის მხარე
ზეინდარი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 971 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1296 640 656
2014[1]   971 486 485

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II